მერაია ქერიმ აღიარა, რომ 17 წელია ბიპოლარული აშლილობით იტანჯება
მერაია ქერიმ აღიარა, რომ 17 წელია ბიპოლარული აშლილობით იტანჯება
ცნობილმა ამერიკელმა მომღერალმა მერაია ქერიმ აღიარა, რომ 17 წელია ბიპოლარული აშლილობით იტანჯება. .

მომღერლის თქმით, ამ დაავადების დიაგნოზი მას 2001 წელს დაუსვეს, როდესაც ნერვული შეტევის დროს საავადმყოფოში აღმოჩნდა.

...ბიპოლარული აშლილობის ძირითადი განმსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალურის ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება.

მომღერლის თქმით, მას დიაგნოზის შეეშინდა და მკურნალობაზე უარი თქვა. “მე უარი ვთქვი ამის დაჯერებაზე, არ მინდოდა ამ სამარცხვინო დიაგნოზით ცხოვრება, რომელიც ჩემს კარიერას დაანგრევდა”- ამბობს ქერი.

მერაია ქერიმ, რომელმაც მსოფლიოში 200 მილიონი ალბომი გაყიდა, განაცხადა, რომ სამედიცინო დახმარებისთვის მედიკოსებს მხოლოდ ახლახან მიმართა.

მისი თქმით, ის ამ დრომდე მუდმივ შიშსა და იზოლაციაში ცხოვრობდა, რადგან შიშობდა, რომ მის საიდუმლოს ვინმე გამოააშკარავებდა.

ახლა მომღერალი მედიკამენტოზურ მკურნალობის კურსს გადის და ამბობს, რომ თავს გაცილებით უკეთ გრძნობს.

როგორც ქერი განმარტავს, თავის დაავადებაზე იმიტომ ალაპარაკდა, რომ სხვა ადამიანებმა მსგავსი პრობლემებით თავი მარტოდ არ იგრძნონ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები