ბრედ პიტის ახალი რჩეული მსოფლიოს 100 მოაზროვნეთა შორისაა
ბრედ პიტის ახალი რჩეული მსოფლიოს 100 მოაზროვნეთა შორისაა
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, 54 წლის ბრედ პიტისა და 42 წლის პროფესორის, ნერი ოქსმანის რომანზე, მედია ცდილობს მეტი გაიგოს მასაჩუსეტსის უნივერსიტეტის წამყვან სპეციალისტზე. ცნობილი ხდება, რომ ნერი ოქსმანი 1976 წლის 6 ოქტომბერს ისრაელში დაიბადა. ნერის მშობლები პროფესიით არქიტექტორები არიან. დედა ამ დრომდე ისრაელის ტექნიკური უნივერსიტეტის დეკანია. საინტერესოა, რომ 20 წლის ასაკში ნერი ოქსმანმა სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, იქამდე კი სამხედრო-საჰაერო ძალებშიც მსახურობდა. სამედიცინო უნივერსიტეტში ორწლიანი სწავლის შემდეგ ოქსმანი მიხვდა, რომ არქიტექტურა მეტად იზიდავდა და ისრაელის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩააბარა. მოგვიანებით კი
სწავლა ლონდონის არქიტექტურის სკოლაში გააგრძელა, რომელიც 2004 წელს წარმატებთ დაასრულა. 2005 წელს ოქსმანი ბოსტონში გადავიდა, სადაც მასაჩუსეტსის უნივერისტეტში დაიწყო სწავლა. 5 წლის შემდეგ ის უნივერისტეტის ლექტორიც გახდა, ის ხშირად სტუმრობს მსოფლიოს სხვადასხვა ტექნიკურ უნივერსიტეტებს და დიზიანში 3D ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბრობს.

ოქსმანის ძირითადი საქმიანობა იმ ნივთების შექმნაა, რომელიც მომავალში ადამიანს სხვა პლანეტაზე საცხოვრებლად გამოადგებოდა. ასე აღწერს თავად პროფესორი თავის ქმნილებებს. მისი ნამუშევრები გამოფენილია ისეთ მუზეუმებში, როგორებიცაა ნიუ-იორკის თანამერდოვე ხელოვნების მუზეუმი, ჟორჟ პომპიდუს ცენტრი პარიზში, ბოსტონის ხელოვნების მუზეუმი. მის ანგარიშზე უამრავი პრესტიჟლი ჯილდოა. 2015 წელს ოქსმანი ROADS-ის ვერსიით მსოფლიოს მოაზროვნეთა 100 ადამიანს შორის მოხვდა.

...რაც შეეხება პირად ცხოვრებას, 2011 წელს ნერი ოქსმანი „გრემის“ მფლობელ კომპოზიტორ ოსვალდო გოლიხოვს გაყვა ცოლად, თუმცა თანაცხოვრება მალე დასრულდა. წყვილს საერთო ქორწინებიდან შვილები არ ჰყავს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები