"საკუთარ სახლში მომიკლეს შვილი" - ქართველი "ოდრი ჰეპბერნის" ტკივილით სავსე ცხოვრება
"საკუთარ სახლში მომიკლეს შვილი" - ქართველი "ოდრი ჰეპბერნის" ტკივილით სავსე ცხოვრება
ალბათ ბევრ თქვენგანს უფიქრია, როგორი იქნება მისი ცხოვრება სიბერეში, ზოგს მოსალოდნელი მარტოობა აშინებს, ზოგს კი - წლები. ვის რა გველოდება, არავინ იცის, რადგან ეს ყველაფერი ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ამის ნათელი მაგალითია 88 წლის, თვითნასწავლი მხატვარი, ნელი ბერაია, რომელიც გასული საუკუნის თბილისის ულამაზესი მანდილოსანი გახლდათ. მას ოდრი ჰეპბერნს ამსგავსებდნენ. იყო თბილისელი ქალების გულთამპყრობელის, მსახიობ ირაკლი უჩანეიშვილის მეუღლე, ჰყავდა ორი შვილიც, მაგრამ ცხოვრებამ ბოლოს მაინც მარტოობისთვის გაიმეტა და ახლა სამებაში ცხოვრობს.

- 88 წლის ვარ უკვე და
რამდენიმე წელია, სამებაში ვცხოვრობ.
ძალიან კარგი პირობები მაქვს ცხოვრებისთვის შექმნილი. პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოვედი აქ. ორი ოთახი დამითმეს. ამ ოთახში ადრე ჯერ რეზო ჩხეიძე, შემდეგ კი გურამ დოჩანაშვილი ცხოვრობდნენ, ახლა მე ვცხოვრობ და ჩემი პატარა ძაღლი. ის ჩემი ოჯახის ერთადერთი წევრია.
...
- როგორ მოხვდით სამებაში?
- 20 წლის წინ, სრულიად შემთხვევით დავიწყე ხატვა, რატომ და საიდან ვერ გეტყვით. უცებ მომინდა და დავხატე. მერე ნახატს რაღაც აკლდა, ბავშვობაში შეგროვებული ბისერები გადმოვყარე ქილებიდან და ბისერებით გავაცოცხლე ნახატი. პირველად თამარ მეფე შევქმენი, მერე უკვე სხვა ნახატები და ხატები. ჩემი ნამუშევრები არა ერთ კოლექციაშია დაცული, ოცნება მაქვს, საზღვარგარეთ გავიტანო, ვიცი, ჩემი სიკვდილის მერე აუცილებლად ახდება ჩემი ოცნება, მაგრამ მე ახლა მინდა... რაც შეეხება აქ მოხვედრას, ჩემს ერთ-ერთ გამოფენაზე მობრძანდა პატრიარქი, გაიგო, რომ მოტყუების მსხვერპლი გავხდი, უბინაოდ დავრჩი და შემომთავაზა აქ გადმოსვლა. მას შემდეგ აქ ვცხოვრობ. ყველანაირი პირობები მაქვს, უბრალოდ მარტოობაში ყოფნა მიჭირს. მე სტუმრიანობას ვარ მიჩვეული. აქ კი სიმშვიდეა, სიწყნარე, სხვანაირად წარმოუდგენელიც არის. ჩემი მეგობრებიც თითქმის აღარ არიან...  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები