„ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”?
„ხურდას თვლიდა… გამყიდველს სთხოვა, 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო” – რა მოხდა უბნის „მარკეტში”?
Facebook-ზე გულისამაჩუყებელი ისტორია ვრცელდება… ინტერნეტ-მომხმარებელი სააღდგომოდ გადამხდარ ამბავს იხსენებს, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს:

"გუშინ დილით ბებო შემხვდა ჩემი უბნის მარკეტში, ხურდას თვლიდა კვერცხი და პასკა უნდა ვიყიდო, სააღდგომოდო... რომ შევხედე აბათ 3-4 ლარამდე ხურდა ექნებოდა ხელში, რიგი დავუთმე რაზეც დიდი მადლობა გადამიხადა და გამყიდველს სთხოვა 5 კვერცხი და იაფიანი პასკა მომეციო... სამწუხაროდ არ ჰყოფნიდა ფული ამ ყველაფრისთვის და გამყიდველს უთხრა, კვერცხი დამაკელი ჩემ მეუღლეს პასკა უყვარს და რომ არ მივუტან ეწყინებაო. თან თვალებზე ცრემლი ჩამოვარდა და ამას დააყოლა ნაღვლიანად, პენსია
სულ წამლებზე დამეხარჯა და მაღაზიაში ვალი დავუბრუნე, იმათ კი მითხრეს ნისიად ვეღარ მოგცემთო...

...ამ დროს ჩემს უკან ორი ადამიანი იდგა - ახალგაზრდა ბიჭი და მეორე ასაკოვანი კაცი, ყველას ცრემლები მოგვადგა თვალებზე. დაუფიქრებლად ყველამ დახმარება გადავწყვიტეთ. მე 2 პასკა და 20 კვერცხი ვუყიდე მოხუცს... ასაკოვანმა კაცმაც რაც შეეძლო, მცირედით მაკარონი და ზეთი შეუძინა... ბიჭმა კი, რომელსაც საოცრად კეთილი სახე ჰქონდა, ტკბილეული უყიდა და 50-ლარიანი მისცა - ბებო ამით რაც დაგჭირდება ის შეიძინეო. ამაზე ბებომ იუარა, არ ართმევდა ფულს, რაზეც ბიჭმა უპასუხა - "მეც დავბერდები და არავინ იცის როგორი სიბერე მექნება, გამომართვით ეს ჩემთვის არაა ამ მომენტისთვის მნიშვნელოვანი და თქვენთვის ბევრს ნიშნავსო". ბებო ბიჭს ჩაეხუტა, ღმერთმა შენნაირი ახალგაზრდები ამრავლოსო... ბიჭმა ეს ყველაფერი ცელოფნებში ჩაალაგებინა გამყიდველს და სახლამდე მიატანინა...


ეს დღე არ დამავიწყდება, ის ცრემლები რომელიც ბებომ სიხარულისგან განიცადა და ჩვენ კიდევ სიკეთის კეთებით… გააკეთეთ სიკეთე ეს თქვენ გაგაბედნიერებთ და დღეს გაგილამაზებთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენით შეძლებთ დახმარებას, მთავარია ეცადოთ და მცირედიც საკმარისი იქნება…“


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები