"რუსეთი ეცდება დაარტყას იქ, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი ეგულება, შეიძლება იყოს საქართველოც"
"რუსეთი ეცდება დაარტყას იქ, სადაც ყველაზე სუსტი რგოლი ეგულება, შეიძლება იყოს საქართველოც"
ბოლო რამდენიმე დღეა მსოფლიოს ყურადღება სირიის კრიზისისკენ არის მიმართული. სირიის ქალაქში ქიმიური იარაღის გამოყენებამ, რომელმაც უდანაშაულო ადამიანები იმსხვერპლა, საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ახლა ყველა დაძაბული ელოდება ტრამპის მორიგ გადაწყვეტილებას, მიიტანს თუ არა სირიაზე იერიშს და რას უპასუხებს ამ დარტყმას რუსეთი.

ტრამპის ბოლო განცხადების თანახმად, მას არასოდეს უთქვამს თუ როდის განხორციელდება დარტყმა სირიაზე: "ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე".

...რამდენად მოსალოდნელია აშშ-ის მხრიდან სირიის მიმართ
სამხედრო ქმედების დაწყება და როგორ იმოქმედებს სირიის კონლფიქტი საქართველოზე, kvirispalitra.ge ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა.

- გუშინ დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში 3 სრულიად სხვადასხვა შინაარსის შეტყობინება გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ამ შეტყობინებებს წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის ძალიან კატეგორიული განცხადება, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული, ანუ ამერიკულ სამხედრო გემებს. სწორედ ამის პასუხად გააფრთხილა ტრამპმა რუსეთი, რომ სირიის მიმართულებით "ჭკვიან" და ახალ რაკეტებს გაუშვებს, ამის შემდეგ, რამდენიმე წუთში
ჩნდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას "ფეისბუკსტატუსი" და შემდეგ  უკვე პუტინის პრესპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადება, რომლის შინაარსი დაახლოებით იყო ასეთი, რომ ჩვენ "ტვიტერის" დიპლომატიას არ ვცნობთო, თუმცა ტონალობა იყო გაცილებით უფრო შერბილებული.
მუქარის შეტყობინებიდან დაახლოებით 40 წუთში, ტრამპი დებს შერბილებული ტონალობის სტატუსს, როემლშიც საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ფაქტობრივად მსოფლიო კატაკლიზმის ზღვარზე ვართ, რუსეთი საჭიროებს ეკონომიკურ დახმარებას და ამერიკა მზადაა ეს ეკონომიკური დახმარება აღმოუჩინოს, აქედან დაახლოებით ნახევარ საათში ტრამპის უკვე მესამე "ტვიტი" ჩნდება, სადაც ის ძალიან შეწუხებულია კვლავ მისი გუნდის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებით, რომელიც ტრამპის საარჩევნო გუნდის რუსეთთან კავშირების დადგენით არის დაკავებული და ამ "ფეიკგამოძიების" ბრალია, რომ რუსეთთან ურთიერთობები ასე გაგვირთულდაო.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები