ფერმერმა თავისი სამსართულიანი სახლი 40 მეტრზე გააჩოჩა და დანგრევას გადაარჩინა (6 ფოტო)
ფერმერმა თავისი სამსართულიანი სახლი 40 მეტრზე გააჩოჩა და დანგრევას გადაარჩინა  (6  ფოტო)
ჩინელმა ფერმერმა გაო იპინმა (Gao Yiping) ამ სახლის მშენებლობაზე თითქმის მილიონი იუანი (160 000 დოლარი) დახარჯა. მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ კი აცნობეს, რომ მისი სახლის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო ავტობანის მშენებლობა, ამიტომ სახლი დანგრევას ექვემდებარებოდა.


ჩინეთის პროვინცია ციანსის ადგილობრივმა ხელისუფლებამ იპინს ზარალის კომპენსაციისთვის 680 000 იუანი (108 000 დოლარი) შესთავაზა.
...ფერმერმა გადაწყვიტა, კომპენსაციის თანხა საყვარელი სახლის გადარჩენაზე დაეხარჯა და ნგრევის ზონიდან მოშორებით გადაეტანა.
სახლის გადატანა 6 თვის განმავლობაში ხის შპალებისა და ჯალამბარების საშუალებით განხორციელდა. საბოლოოდ, გაო იპინმა სახლის უსაფრთხო ადგილზე გადატანაში 330 000 იუანი (52 500 დოლარი) დახარჯა და ახალი ავეჯის შესაძენი ფულიც დარჩა.














FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები