"ერთი ძალიან მოხუცი ქალი დგას პირდაპირ ბაქანზე...ცოტა ხანში მიახლოვდება მოჭუტული თვალებით"
"ერთი ძალიან მოხუცი ქალი დგას პირდაპირ ბაქანზე...ცოტა ხანში მიახლოვდება მოჭუტული თვალებით"
ფეისბუქ გვერდი "დედების ფონდი" სოციალურ ქსელში შემდეგი სახის წერილს აქვეყნებს:

"ძალიან პოზიტიური ამბავი
ძალიან კეთილი ამბავი
...სიყვარულით სავსე ამბავი
ვდგევარ მეტროში ვაგროვებ ტანსაცმელს ძეგვის ბავშვთა სახლისთვის. ერთმა კეთილმა დედიკომ მოიტანა უკვე და ჩავაწყვე ფონდის პარკში. ველოდები მეორეს. ეს პარკი მიყუდებული მაქ კედელზე და ლოგო ჩანს. ერთი ძალიან მოხუცი ქალი დგას პირდაპირ ბაქანზე და ამ პროცესს თვალს ადევნებს შორიდან. ეტყობა ვიღაცას ელოდება ისიც. ცოტა ხანში მიახლოვდება მოჭუტული თვალებით.


- რა წერია ბებო აქ?
-დედების ფონდი.
-რა არის შვილო ეგა? - მე ვუთხარი რომ ვართ ფონდი რომელიც ეხმარევა ბავშვებს შეძლებისდაგვარად რითაც შეუძლია და ახლა ტანსაცმელს ვაგროვებთ. თან ვათვალიერებ იმ გოგოს ვინც უნდა მომიტანოს ტანსაცმელი რომ არ ავცდე. ბებია დინჯად მომჩერებია.

- როგორ აგროვებთ ფულს ბებია? - ასევე მოკლედ ვპასუხობ რომ ანგარიშები გვაქ და გვირიცხავენ. თან არ მინდა უპასუხო დავტოვო არ ვარ დარწმუნებული რომ ესმის რასაც ვეუბნები, ძალიან მოხუცია, თან მეშინია არ გაბრაზდეს და არ დამწყევლოს.. მოკლედ მიყურა ამ მოხუცმა გამოვართვი მეორე გოგოს ტანსაცმელი და ავიბარგე
უნდა წავიდე. -მოიცა ბებია! - მკაცრად შემაჩერა. ვიფქრე ვსო ჩხუბს აპირებს ნეტა ხოარ გონია მე მიმაქ ეს ტანსაცმელი და ხალხს ვატყუებ. რა იყო ბებია მეჩქარება მეთქი ვუთხარი.


- მოიცა მოიცა- ჩურჩულებს და ჯიბეში იქექება. - ა ბებია, წეიღე ეხლა ეს ფული და დაამატე რასაც აგროვებ იმას. დღეს ბევრი ლიმონი გავყიდეო. - ბოლო სიტყვები თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა, მომაწოდა ორი ლარიანი და 50 თეთრი. გავშრი, ვერც ხმას ვიღებ ვერც მივდივარ, ყელში ბურთი მაქ და ვერ ვყლაპავ. გამიცინა მერე კაი ახლა ბებია ნუ მაწყენინებო, სურათს გადაგიღებთვმეთქი ვთხოვე და არაო მოხუცი ვარ მოხუცი მალე წავალ, წავიღო ცოტა მადლი მეცო და ჩამიდო ხელში ხურდა."

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები