"მე, თავში ავარდნილმა, ჩემს ქალაქზე და ჩემს სოფლებზე დავწერე პოსტი. ხოდა მაგინეს და მაგინეს..."
"მე, თავში ავარდნილმა, ჩემს ქალაქზე და ჩემს სოფლებზე დავწერე პოსტი. ხოდა მაგინეს და მაგინეს..."
ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"მე, თავში ავარდნილმა, გატუტუცებულმა, ჩამოთესლებულმა, უგვარომ და უგვანობ, ჩემს ქალაქზე და ჩემს სოფლებზე დავწერე პოსტი. ხოდა, მაგინებმა კიდევა, სულ მაგინეს და მაგინეს.

...
მართალია არ წაგვიკითხავსო, იმიტომ რომ წაკითხვის დრო სადა გვაქვსო, მაგრამ წინასწარ ვიცით, რა გოიმობა და თახსირობა ეწერება მანდ და უნდა ვაგინოთო


წაკითხვის დრო არა აქვთ და წერის და წერით გინების დრო აქვთ


მეც ვილანძღები - ვკითხულობ და ისე, მაშინ ვილანძღები, როცა ამის აუცილებლობაა, როცა თავზე მექცევა ქვეყანა, როცა ჩემი შვილის გადაგვარება უნდათ, როცა ჩემი ჯიშის
გადაგვარებას ცდილობენ. ასე უმისამართოდ სად მცალია


არ ვამტყუნებ, საერთოდ არ ვამტყუნებ - დაიკარგა კარგის დანახვის სურვილი და შესაძლებლობა, სულ ჩასაფრებები და ჩასაფრებები, ლანძღვები და ფურთხები - სიყვარული დავკარგეთ, სულ საზიზღრობის მოლოდინში ვზივართ ჩირგვში ორლულიანი თოფით... პირდაპირ სროლაც არ შეგვიძლია, ჰაერში ვისვრით, როცა რამე მოგველანდება ცუდი, მოდით, მოდით, სალანძღავი ვიპოვნე აქაა, მოდით გავაქიაქოთ, ერთად ვაგინოთო.


აღდგომა დღეს მაინც არ შევიგინებ, წყევლა მაქვს უფასო - ერთ დღესად გაგეღვიძოთ და კითხვა გქონდეთ ნასწავლი, ერთ დღესაც თვალი გაახილოთ და კარგის დანახვაც შეგეძლოთ, კარგიც გაგეზიარებინოთ ადამიანებისათვის.


მანამდე კი, მესროლეთ, ოღონდ პირდაპირ მესროლეთ, წაიკითხეთ და ისე მესროლეთ, ჰაერში ნუ ისრით ტყუილუბრალოდ, ჰაერს ნუ აფუჭებთ ტყუილუბრალოდ."


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები