"დაიცალა ქალაქი ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან"
"დაიცალა ქალაქი ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან"
ჟურნალისტი თამო კეშელავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან, ჩემი ცალი კალოშით ჩამოსულებისგან, ჩემი გოდრით ჩამოყვანილებისგან, ჩემი შემოხიზნულებისგან.

...
რა ქნან, იმათ შვილებსაც უნდათ ჩაცმა და დახურვა, იმათ შვილებსაც უნდათ აიფონები და ველოსიპედები.


ბოსტანი მოიყვანონ? –,რამდენმა მოიყვანოს ეს ბოსტანი, რამდენი გვაქვს მიწა, რა გგონიათ? უპატრონო მიწებიო –მიდით, აბა, დარგეთ და დათესეთ რამე იმ უპატრონო მიწებზე – თუ ეგრევე არ გამოუჩნდეს პატრონი. მე ვიცი, ერთი 6 შვილის მამა, რომელიც იხვეწება მიწას და ვერ მისცეს, არ მისცეს – სხვის ბოსტნებს მარგლის და ასე შოულობს
მწვანილის და კარტოფილის საყიდელ ფულს.


ღორი და ქათამი გრიპს გავაწყვეტინეთ, მიწა გენმოდიფიცირებულ მარცვლეულს გამოვაფიტინეთ, საძოვრებიუწყლობით იგვალება, მდინარეებში კალაპოტი პატარავდება, გაჩეხილ ტყეებს ეკალ-ბარდები დაეპატრონა.


მოიყვანა გლეხმა მოსავალი – გამოიტანა ბაზარზე და ვერ ყიდის, კაპიკებად ყიდის – ბითუმად და იაფადაა ჩამოტანილი მეზობელი ქვეყნებიდან პროდუქტები, თვიდან თვემდე არ იცვლის ფერს და უხარისხო ხარისხსმეზობელი ქვეყნის პროდუქტები და იმიტომ.


მარტო გუგული მაღრაძეს ჰყოფნის საჭმელ-სასმელად ოთხი ლიტრი ზეთი ათ ლარად თვიდან თვემდე.


ხოდა, დაიცალა ქალაქი ჩემი სოფლელებისგან – წაიღეს საკუთარი შრომით ნაშოვნი ორი კაპიკი და წავიდნენ წინაპრების საფლავების პატივსაგებად.


დაიცალა ჩემი ქალაქი ჩემი სოფლელებისგან და მყისიერად, ორმაგად დაეტყო ქუჩებს თბილისელი არაბი და თურქი, ერაყელი და ინდოელი. ამათთვის არ გვენანება ჰაერი და სამუშაო, ამათ არ ვეკითხებით, რატომ არ მოჰყავთ თავიანთ ქვეყნებში კარტოფილი…


მე ვერ წავედი… ჩავძვრები ამეღამე ჩემს წილ გოდორში, ჩავიხუტებ ჩემს წილ კალოშს და ისე დავიძინებ" - წერს თამო კეშელავა.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები