ვინ არიან საპიოსექსუალები და ხართ თუ არა თქვენც ერთ-ერთი მათგანი?
ვინ არიან საპიოსექსუალები და ხართ თუ არა თქვენც ერთ-ერთი მათგანი?
თუ ადამიანში გარეგნობას ვერ ამჩნევთ და ის იმიტომ გხიბლავთ და გიყვარდებათ, რომ ჭკვიანია, თქვენ საპიოსექსუალი ხართ. საპიოსექსუალი არის ადამიანი, რომელსაც, პირველ რიგში, ადამიანის ინტელექტი ხიბლავს.

როგორ უნდა მიხვდეთ საპიოსექსუალი ხართ თუ არა? - 5 მთავარი ინდიკატორი:

...1. ფიქრობთ, რომ ლამაზი ადამიანები მოსაწყენები არიან - თუ ხედავთ ლამაზ ადამიანებს, მათ შორის, ვარსკვლავებს და ფიქრობთ, რომ ისინი მოსაწყენები არიან და ვიზუალის მიღმა არაფერია, დიდია შანსი, რომ ადამიანებს ვიზუალის მიხედვით არ აფასებთ და სხვა კრიტერიუმებით იხიბლებით. თქვენ უფრო მეტად ინტელექტზე და ადამიანის აზროვნების შესაძლებლობებზე ხართ ფოკუსირებული.


2. გაუმართავი მეტყველება და საუბრის დროს გრამატიკული შეცდომები გაღიზიანებთ - ეს ერთ-ერთი საუკეთესო ინდიკატორია იმისა, რომ ვიზუალზე მეტად ადამიანის ინტელექტი გხიბლავთ. თუ გაღიზიანებთ გრამატიკული შეცდომები როგორც პირისპირ საუბრის, ასევე მიმოწერის დროს, შესაძლოა, საპიოსექსუალი იყოთ.


3. გიყვარდებათ ის ადამიანი, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა გაქვთ - შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინეთ, რომ თანამშრომელი შეგიყვარდათ, ადამიანი, რომელთანაც უკვე დიდი ხანია ურთიერთობთ.

ასე იმიტომ ხდება, რომ თქვენ საპიოსექსუალი ხართ. ეს ადამიანი გაცნობისთანავე კი არ შეგიყვარდათ და მისი ვიზუალით კი არ მოიხიბლეთ, არამედ მისმა შეხედულებებმა, ინტელექტმა და შინაგანმა სამყარომ მოახდინა თქვენზე დროთა განმავლობაში დადებითი შთაბეჭდილება.

4. სოციალურ ქსელებში ფოტოებზე მეტად სტატუსებით ინტერესდებით -
როცა ვინმეს პროფილს ათვალიერებთ, ფოტოებს ყურადღებას არ აქცევთ, მაგრამ სამაგიეროდ დიდი ყურადღებით აკვირდებით მის სტატუსებს და ამოწმებთ მის ინტელექტს, მის მსოფლხედვას და დამოკიდებულებას სხვადასხვა საკითხებისადმი.


5. იხიბლებით სწავლაზე ორიენტორებული ადამიანით - ოდესმე გიგრძვნიათ, რომ ძალიან მოიხიბლეთ ადამიანით, რომელიც მუდამ სწავლაზეა ორიენტირებული, მუდამ რაღაც ახლის შესწავლას და ცოდნის გაღრმავებას ცდილობს? -თუ ასეა, ტქვენ საპიოსექსუალი ხართ. საპიოსექსუალები მხოლოდ ინტელექტით კი არ იხიბლებიან, არამედ მოსწონთ ადამიანები, რომლებიც მუდამ ცოდნის შეძენისკენ ისწრაფვიან. 

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები