"ეს ეზო 20 ლარი დამიჯდა" - ამ ულამაზესი ეზოს სანახავად სოფელ მეტეხში უამრავი მნახველი მიდის
"ეს ეზო 20 ლარი დამიჯდა" - ამ ულამაზესი ეზოს სანახავად სოფელ მეტეხში უამრავი მნახველი მიდის
კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრებმა ლაშა ზუბიაშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი ეზოს ფოტოები ატვირთა წარწერით "ჩემი ეზო". პოსტმა უამრავი ხალხის ყურადღება მიიპყრო... მეტიც, მალე მისი ეზოს დათვალიერების სურვილი უცხო ადამიანებმაც გამოთქვეს. ლაშა საკუტარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გირჩევთ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ეზოს მხატვრულად მოწყობა მინიმალური ფინანსური დანახარჯით.


- კასპის რაიონში სოფელ მეტეხში ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ეთად... ეზოში ორი შინდის ხე გვაქვს, 40 წლის წინ დარგო პაპაჩემმა და დღეს ორსართულიანი შენობის სიმაღლეა ორივე... ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს შინდის ხეები და მომინდა, მათ გარშემო ლამაზი გარემო შემექმნა. შარშან ხეების ძირში ჯერ ქვევრები დავაწყვე, რომლებიც მეზობლებმა მაჩუქეს. ქვევრები რომ ძალიან მოუხდა, მერე ურმის თვლებიც მივამატე, რომელიც ასევე მეზობელმა მაჩუქა... თანადათან მივამატე დოქები და თიხის ჭურჭელი, რომლებიც მანამდე სათავსოში იყო გადანახული და არავინ არაფერში იყენებდა. შემდეგ კოინდარი დავთესე, კარგი ბალახი რომ ყოფილიყო და ამ ყველაფრიდან მხოლოდ კოინდარის თესლი შევიძინე, რომელიც ოცი ლარი დამიჯდა... ქვებიც თვითონ მოვზიდე, ქვების ბილიკია და მორები სადაც მიწყვია, იქაც დავალაგე, ხალხმა რომ
ბალახს ფეხი არ დაადგას და დააზიანოს... შევატყვე რომ სასიამოვნო იყო ასეთ გარემოში ყოფნა და ჰამაკიც დავკიდე.
...

- ძალიან ლამაზია თქვვენი ეზო, მაგრამ ყვავილები არსად ჩანს...
- დიახ, ყვავილები არ არის, რადგან ვერაფრით გავახარე. ეზოში ჩრდილია და ეს უშლის ხელს. ხელოვნური ყვავილები მაქვს კალათებით დადებული. ვინაიდან ჩრდილში ძალიან რთულია ყვავილების გახარება, ვაპირებ საგანაგებოდ ისეთი ჯიშის ყვავილები შევარჩიო, რომლებიც ყველანაირ პირობებში ხარობენ... მსურს ყვავილები ბალახებში ადგილ-ადგილ ჩავრგო... ჩიტებისთვის პატარა ქოხები მაქვს, სადაც ჩიტები მართლაც ცხოვრობენ. გუშინ დაჩეკა ბარტყები ერთ—ერთმა. ბოლოში რომ დოქი ჩანს, ამ დოქში არიან ახლა ბარტყები. ჭიკჭიკის ხმა მომესმა და დოქში აღმოვაჩინე ბარტყები. ფერადი ჩიტები არიან ორი და ბარტყებს უზიდავენ საჭმელს! განაგრძეთ კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები