„სიმფსონებმა“ სტივენ ჰოკინგის სიკვდილის ზუსტი თარიღი იწინასწარმეტყველეს - თანაც, 19 წლით ადრე!!! (4 ფოტო+ვიდეო)
„სიმფსონებმა“ სტივენ ჰოკინგის სიკვდილის ზუსტი თარიღი იწინასწარმეტყველეს - თანაც, 19 წლით ადრე!!!  (4 ფოტო+ვიდეო)
ამ კომედიურ მულტსერიალში, ეტყობა, მომავლის ადამიანები მუშაობენ. მათ იწინასწარმეტყველეს დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, ებოლას ეპიდემია და ნობელის პრემიის მინიჭება ბენგტ ჰოლმსტრემისათვის!..

ეს საიდუმლო ამ დღეებში გამჟღავნდა, როცა პროდიუსერებმა 1999 წლის სერია "მათ ლიზის ტვინი იხსნეს" თავიდან გაუშვეს. ამ სერიაში ჰოკინგი ჩნდება და ასრულებს რეპს, სახელად „კითხვის მოკლე ისტორია“ ("A Brief History Of Rhyme" - მისი ცნობილი წიგნს კი ეწოდება "დროის მოკლე ისტორია").

...

ანიმირებული პერსონაჟი შშმ პირის სავარძელზე ზის, მკერდზე კი ოქროს ძეწკვი ჰკიდია ეინშტეინის მიერ აღმოჩენილი ფორმულით: E = mc². სწორედ ეს
ფორმულაა მინიშნება და აი რატომ:




ჰოკინგი ხომ სწორედ ეინშტეინის ამ ფორმულის დაბადების დღეს გარდაიცვალა!!!
ჰოკინგი გარდაიცვალა 2018 წლის 14 მარტს, ფარდობითობის თეორია კი დაიბადა ულმში (გერმანია) - 1879 წლის 14 მარტს!


ერთმა ფანატმა „ტვიტერში“ დაწერა:
„სიმფსონებმა" კვლავ შეძლეს ეს! E = mc² ეინშტეინის ფორმულაა, რომელიც 14 მარტს დაიბადა. სწორედ ამ რიცხვში მოკვდა პროფესორი ჰოკინგი!"





ზოგადად, სტივენ ჰოკინგთან ბევრი უცნაურობაა დაკავშირებული:
იგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა - გალილეის სიკვდილიდან ზისტად 300 წლის შემდეგ (1642 წლის 8 იანვარი);
ამას გარდა 14 მარტს რიცხვ «π»-ის (3,14) საერთაშორისო დღეა (წრის სიგრძის და დიამეტრის ფარდობა). ეს რიცხვი ამერიკულ ჩნაწერებში გამოისახება, როგორც 3.14 (ანუ მე-3 თვის მე-14 დღე).






რაც შეეხება „სიმფსონებს“, სერიალი დიდი ხანია, თავისი ზუსტი წინასწარმეტყველებებით არის ცნობილი. მათ 2000 წელს - ტრამპის პრეზიდენტად არჩევა, 2012 წელს - საბერძნეთის ეკონომიკური კრიზისი და 1998 წელს დისნეის კომპანიის მიერ სტუდია "ფოქსის" შეძენა იწინასწარმეტყველეს!
ნეტა როგორ ახერხებენ ამას?!




FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები