სტრესის მოშორების 7 მეთოდი, რომელსაც თვითონ ფსიქოლოგები იყენებენ!
სტრესის  მოშორების  7  მეთოდი,  რომელსაც  თვითონ  ფსიქოლოგები  იყენებენ!
1. ჩაიწერეთ ყველაფერი, რაც თავში აზრად მოგდით
ჯონ დაფი, კლინიკური ფსიქოლოგი, ამბობს: „იმისათვის, რომ სტრესი მოვიშორო, მე ვწერ ჩემი აზრების, სიტუაციების და ადამიანებთან ურთიერთობების შესახებ, რასაც ყოველდღიურად ვხვდები. ეს პროცესი ეფექტურია, იმიტომ რომ პრობლემიდან ყურადღება გადამაქვს და დაძაბულობა ქრება. ამის შემდეგ, ახლებურად ვუყურებ ყველაფერს“.

2. მოამზადეთ კერძი და გამოიჩინეთ ყურადღება ინგრედიენტების არჩევისას
...ფსიქოთერაპევტი ჯეფრი სამბერი სტრესთან ბრძოლაში რამდენიმე ესთეტიკურ მეთოდს იყენებს: „როდესაც ვნერვიულობ, მიყვარს კარგი ჭამა. მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი საკვები ან ჩემთვის ახალი კერძი. ამ დროს, დიდხანს დავდივარ მაღაზიებში, ვარჩევ საჭირო ინგრედიენტებს, შემდეგ საგულდაგულოდ ვჭრი, ვამზადებ და აუჩქარებლად, სიამოვნებით მივირთმევ კერძს“.

3. დაძაბეთ ყველა კუნთი
ამერიკელი ფსიქოთერაპევტი კევინ ჩეპმენი სტრესთან ბრძოლაში იყენებს პროგრესიული კუნთოვანი რელაქსაციის მეთოდს. პრინციპი მარტივია: ნებისმიერი ძლიერი დაძაბულობის შემდეგ დგება მოდუნების ეტაპი. დაძაბეთ კუნთები 10 წამის განმავლობაში, შემდეგ კი 20 წამის განმავლობაში კონცენტრირება მოახდინეთ და ნელ-ნელა მოდუნდით.

4. მოახდინეთ სწორი რეაგირება ან საერთოდ ნუ რეაგირებთ
ფსიქოლოგი სიუზენ კრაუს უითბოურნი არ ებრძვის სტრესს, არამედ ცდილობს წინასწარ აიცილოს ის. ამისათვის მას აქვს მანტრა, რომელსაც
იმეორებს, როდესაც სტრესულ სიტუაციაში ვარდება: „მე არ შემიძლია შევცვალო სიტუაცია, მაგრამ შემიძლია შევცვალო საკუთრი რეაქცია მასზე“. პოზიტიური რეაქცია ნეგატიურ მოვლენაზე ეხმარება თავიდან აიცილოს სტრესი.

5. შეაჩერეთ აზრების ნაკადი
ფსიქოლოგი მარტინ სელიგმანი გვირჩევს გამოვიყენოთ ერთი მარტივი და ძალიან პოპულარული ხერხი, რათა ამოვაგდოთ ზედმეტი აზრები ჩვენი თავიდან. შემოარტყით ერთმანეთს ხელისგულები და წამოიძახეთ: „სტოპ! ამაზე მერე ვიფიქრებ!“. სტრესულ სიტუაციაში ასევე შეიძლება უჩქმიტოთ საკუთარ თავს. შემდეგ ეცადეთ გადაიტანოთ ყურადღება რაიმე უჩვეულო საგანზე ან საქმიანობაზე.

6. გამოყავით 1 საათი საყვარელ საქმეზე ან სიამოვნებაზე
ფსიქოთერაპევტი ემი პშევორსკი გვირჩევს გამოვყოთ დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაში გავაკეთებთ მხოლოდ იმას, რაც მოგვინდება. წაიკითხეთ, დახატეთ, ჭამეთ გემრიელი კერძები, - მოკლედ დაკავდით იმით, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ. არანაირი სამუშაო, არანაირი მოვალეობა და ნეგატიური აზრები.

7. თითების მეთოდი
ფსიქოთერაპევტი ტონი ბერნჰარდი გვთავაზობს უჩვეულო, მაგრამ მოქმედ მეთოდს, რომელიც დაფუძნებულია ფიზიოლოგიაზე. რამდენჯერმე მსუბუქად გაატარეთ საჩვენებელი თითი ტუჩებზე. ეს მოძრაობა ეხება ნერვებს ტუჩის ზედაპირზე, ასტიმულირებს პარასიმპათიურ ნერვულ სისტემას და ეხმარება სწრაფად დამშვიდებაში.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები