"9 ვარსკვლავი"-გაიგე სიმართლე შენი ბედის შესახებ
"9 ვარსკვლავი"-გაიგე სიმართლე შენი ბედის შესახებ
"9 ვარსკვლავი"-საკუთარი თავის შეცნობის უძველესი ჩინური მეთოდია. ეს უნიკალური სისტემა აერთიანებს ნუმეროლოგიას(ციფრებით მკითხაობა) და ასტროლოგიას ერთ სისტემაში. ასტროლოგიური მეთოდიკა "9 ვარსკვლავი" იძლევა საშუალებას ადამიანის ძლიერი და სუსტი მხარეების გაგების და ასევე იძლევა რჩევებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

იმისათვის, რომ გაიგოთ როგორ მოიქცეთ მომავალში, რომ პირად ცხოვრებასა და კარიერაში წარმატებას მიაღწიოთ, ცხრილში მოძებნეთ თქვენი დაბადების წელი და მისი შესაბამისი რიცხვი და გაიგეთ თქვენი ბედის რიცხვი.

...
1. ვარსკვლავი №1
ადამიანები, რომლებიც ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ძალიან კომუნიკაბელური და ემოციურები არიან. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნატურა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მომეტებული შფოთვა და მღელვარება. ვარსკვლავი №1 ადამიანები საკუთარ თავში იკეტებიან და მელანქოლიაში ვარდებიან, ამიტომ უაზრო ფიქრებისგან უნდა განთავისუფლდნენ. მათ აუცილებლად უნდა ებრძოლონ საკუთარ შიშებს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მიზეზი გახდებიან საკუთარი ავადმყოფობის. ისინი ვინც ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ იმყოფებიან უნდა განთავისუფლდნენ მავნე ჩვევებისგან და სხვადასხვა დამოკიდებულებებისგან.

2.ვარსკვლავი №2
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებული ადამიანები, ზედმეტად მზრუნველი და ხელმომჭირნე არიან. უმეტესად მოსიყვარულე დედები(მამები) არიან, რომლებიც პირველ ადგილზე ოჯახურ სითბოს აყენებენ. არიან ძალიან პრაქტიკულები, მომთმენნი და საკუთარი თავი მსხვერპლადაც კი შეუძლიათ შეწირონ. ასეთი ადამიანები ფრთხილად უნდა იყვნენ საკვებისადმი სიყვარულის გამო. სამწუხაროდ, მათ სიმსუქნისკენ აქვთ მიდრეკილება

3.ვარსკვლავი №3
ამ ვარსკვლავის ქვეშ დაბადებული ადამიანები ადვილად აღწევენ წარმატებებს და ქველმოქმედნი არიან. ისინი არ არიან იმ კატეგორიის, რომ დაჯდნენ და ელოდონ, როდის მოგვარდება ყველაფერი. სრულიად დამოუკიდებლად პოულობენ ნებისმიერი მდგომარეობიდან გამოსავალს. მათი განმასხვავებელი ნიშან-თვისებაა ჩაუმქრალი ოპტიმიზმი და მხიარულება. ზოგჯერ ისინი ძალიან იმპულსურები და თავშეუკავებელნი არიან, რის შემდეგაც თავს დამნაშავედ გრძნობენ და ნანობენ თავის საქციელს.

4. ვარსკვლავი №4
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულები, არა მარტო ძლიერი ინტელექტით, არამედ შემოქმედებითი უნარებითაც არიან დაჯილდოვებულნი. ისინი ძალიან გვანან
ვარსკვლავი №3-ის ადამიანებს იმით, რომ ისინიც თავისი ძალებით აღწევენ ყველაფერს. უყვართ მოგზაურობა და ადვილად აღწევენ წარმატებებს. ფრთხილად უნდა იყვნენ დიდი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებისას. უმჯობესია დაფიქრდნენ, ვიდრე რამდენიმე საქმეს ერთად შეეჭიდებიან.

5. ვარსკვლავი №5
ადამიანები, რომელთაც ეს ვარსკვლავი მფარველობს თავისუფლების მოყვარე, ძალიან მტკიცე და მიზანმიმართულნი არიან. ისინი შესანიშნავი ორგანიზატორები, ნამდვილი ლიდერები და ხელმძღვანელები არიან. დროთა განმავლობაში იმ დიდი პასუხისმგებლობის გამო, რომელსაც საკუთარ თავზე იღებენ, ჩაკეტილები ხდებიან. ამის შემდგომ კი ამ ვარსკვლავის ადამიანები პასიური ხდებიან და მიმდინარე მოვლენებს შორიდან აკვირდებიან. ასეთ შემთხვევაში, მათ უნდა მიმართონ ფსიქოლოგს, რომელიც მისი შინაგანი, უზარმაზარი პოტენციალის გახსნაში დაეხმარება.

6.ვარსკვლავი №6
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულები, დაჯილდოებული არიან ძლიერი მამაკაცური პოტენციალით. არიან ზედმეტად პირდაპირები და ძლიერი ნებისყოფის. ასევე არიან შრომისმოყვარენი და პასუხისმგებლიანი. უფრო ხშირად კარგი ხელმძღვანელები გამოდიან. სამწუხაროდ, ზოგჯერ ახასიათებთ გადაჭარბებული აგრესიულობა და თავდაჯერებულობა. ძალიან ადვილად შეუძლიათ ჯოხის გადაღუნვა. ჩადენილ ქმედებასა თუ ნათქვამზე შემდეგ ნანობენ, მაგრამ უკვე გვიანია.

7.ვარსკვლავი №7
ყველაზე რომანტიული და უდარდელი ნატურები. გექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ისინი რეალურ ცხოვრებას მოწყვეტილნი არიან, მაგრამ ეს მთლად ასეც არ არის.
ფულს და
მატერიალურ მდგომარეობას პირველ ადგილზე არ აყენებენ, ამიტომ არიან ძალიან შრომისმოყვარენი და პასუხისმგებლობის გრძნობა აქვთ ზედმეტად განვითარებული. მათ უნდა ახსოვდეთ-რაც მეტს გასცემენ, მეტი მიეცემათ.


8.ვარსკვლავი №8
ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ დაბადებულებზე გექმნება შთაბეჭდილება, რომ ჩაკეტილი და ცივი პიროვნებები არიან. სინამდვილეში კი არიან ძალიან კეთილები და თბილები, მათ უბრალოდ უნდა დაეხმაროთ, რომ გამოავლინონ თავისი ლამაზი ბუნება. ხშირად ეს ადამიანები იმდენს შრომობენ, რომ ცხოვრების სხვა სფერო ავიწყდებათ. მათ ისე როგორც არავის, სჭირდებათ რომ რეგულარულად ცოტახნით დაისვენონ ხოლმე სამუშაოსგან.


9.ვარსკვლავი №9
აქტიური, ძალიან ვნებიანი და მტკიცე ადამიანები არიან დაბადებული ამ ვარსკვლავის გავლენის ქვეშ. ისინი ადვილად პოულობენ საერთო ენას საჭირო ადამიანებთან. დაჯილდოებულნი არიან გამჭრიახე გონებით და სწრაფი რეაგირების უნარით. მათი ასეთი გადაჭარბებული ქმედებები გაღიზიანებასაც კი იწვევს. ხშირად სეუძლიათ, რომ ახლობლებს ტკივილი მიაყენონ გაუაზრებლათ, ისე რომ ვერც კი ხვდებიან ამის შესახებ.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები