რას ამბობს ადამიანის წარბების ფორმა მის ხასიათზე?
რას  ამბობს  ადამიანის  წარბების  ფორმა  მის  ხასიათზე?
ხშირად წარბების ფორმა ადამიანის ხასიათის კონკრეტულ შტრიხებზე მიანიშნებს. ნახეთ, თქვენ რით ხართ გამორჩეული...

რკალისებრი წარბი:
სილამაზეზე მეტყველებს. რკალისებრი წარბის მქონე ადამიანის ცხოვრება დატვირთულია კარგი, პოზიტიური მომენტებით. ის სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარების უნარზე მიგვანიშნებს.
...

ზევით აწეული წარბები:
პოზიტიურობაზე, ოპტიმიზმზე მეტყველებს. ხშირად ასეთი წარბები აქტიური ცხოვრების წესის მქონე ადამიანებს აქვთ. ისინი გამოირჩევიან ორგანიზატორული უნარითა და მოხერხებულობით.


ქვემოთ ჩამოწეული წარბები:
ასეთი წარბები მიმზიდველობის ნიშანია. თუმცა შესაძლებელია, ისინი სხვებისთვის პიროვნების სისუსტის მაჩვენებელი გახდეს.


მოკლე წარბები:
იძლევა ახალგაზრდობის შეხედულებას… იგი პიროვნების დამოუკიდებლობისა და ამბიციურობის მაჩვენებელია.


სწორი წარბები:
წარმატებული ქალის/მამაკაცის მახასიათებელია. ასეთ პიროვნებას იტაცებს სპორტი და
ასევე, გართობა. ის არის ლოგიკურად მოაზროვნე. მისი დარწმუნება შესაძლებელია მხოლოდ ლოგიკითა და მტკიცებულებებით.


კუთხოვანი წარბები:
ასახავს დრამატულ პიროვნებას… შემოქმედებითობას, ის არის ბრწყინვალე ფინანსურ საკითხებში. პირი, რომელსაც აქვს ამობრუნებული „V“-ს ფორმის წარბები, ყოველთვის ეძებს კონტროლსა და ძალაუფლებას. ასეთი პიროვნებები ხშირად იბრძვიან მაღალი სტატუსისა და თანამდებობის მოსაპოვებლად.


მრგვალი წარბები:
ბიზნესმენის ან თუნდაც მსახიობისთვისაა დამახასიათებელი. ის ძალიან მეგობრულია ბუნებით, განსაკუთრებით კარგად ესმის მაგალითებით და მეტაფორებით საუბარი.


თხელი წარბები:
თხელი წარბები მიანიშნებს, რომ პიროვნება არის ძალიან მგრძნობიარე, განსაკუთრებით, თუ მას აქვს დახვეწილი სახის ნაკვთები, როგორიცაა პატარა თვალები, ცხვირი ან ტუჩები.


გადაბმული წარბები:
ასეთი წარბების მქონე პიროვნება უწყვეტად მოაზროვნეა. მას არ შეუძლია დასვენება, ყოველთვის ფიქრობს და აფასებს მის გარშემო არსებულ სიტუაციას. ასეთ პიროვნებას შესაძლოა, ჰქონდეს უძილობის პრობლემები, როდესაც მნიშვნელოვანი მომენტი ახლოვდება მის ცხოვრებაში.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები