რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო - ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან
 რატომ შეიძულა გიორგი დანელიამ ჟან-პოლ ბელმონდო -  ისტორია ცნობილი რეჟისორის ცხოვრებიდან
ცნობილ კინორეჟისორს, გიორგი დანელიას მონათხრობი აქვს სახალისო ისტორია იმის შესახებ, თუ რატომ შეიძულა პოპულარული ფრანგი მსახიობი, ჟან-პოლ ბელმონდო. ეს ამბავი 80-იანი წლების დასაწყისში მოხდა და მასში მთავარი როლი სსრკ-ში გამეფებულმა ბიურკრატიამ ითამაშა, ნიჭიერი ფრანგი კი ამ ყველაფერთან მხოლოდ ირიბად არის დაკავშირებული.

ფილმ "ცრემლები ცვიოდა"-ს ("Слёзы капали") გადასაღებად საჭირო იყო "ზაპოროჟეცის" მარკის ავტომობილი, რომლითაც მთავარი პერსონაჟი მინდორში უნდა შესულიყო და ორმოში ჩავარდნილიყო. გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა მანქანა საკომისიო მაღაზიაში შეეძინათ, გადაღების დასრულების შემდეგ კი ისევ უკან დაებრუნებინათ. მათ უთხრეს, რომ ამისათვის "მოსფილმის" დირექტორს
უნდა მიეწერა წერილი საკომისიო მაღაზიის დირექტორისთვის.

...
სიზოვმა მართლაც ხელი მოაწერა წერილს, რომელიც მალევე მიუტანეს მაღაზიის დირექტორს. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ ეს საკითხი ფინანსთა მინისტრის კომპეტენციაში შედიოდა ("ზაპოროჟეცზე" კი რიგი ორი წლით ადრე იყო დაკავებული). სიზოვმა წერილი მინისტრსაც მისწერა, მაგრამ თქვა, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მას თავად დანელია წაუღებდა. ფილმს იმ დროს კალუგაში იღებდნენ (კალუგიდან მოსკოვამდე სამი საათის სავალი იყო, ამდენივე უკან დასაბრუნებლად). ორშაბათი დანელიამ უქმე დღედ გამოაცხადა და გაემგზავრა მინისტრთან, ამ უკანასკნელმა რეჟისორი მიიღო, წერილი წაიკითხა და განაცხადა, რომ, სამწუხაროდ, ეს მას არ ეხებოდა - მსგავს საკითხებს ვაჭრობის მინისტრი წყვეტდა. დანელია კალუგაში დაბრუნდა.

კალუგაში მყოფი გადამღები ჯგუფის სასტუმროს მოპირდაპირედ იყო კინოთეატრი, სადაც გამუდმებით ფრანგულ ფილმებს უჩვენებდნენ, თან სულ ბელმონდოს მონაწილეობით. იმ საღამოს დანელია წავიდა კინოში და უყურა როგორ გარბოდა ძვირადღირებული თეთრი მანქანით ჟან-პოლ ბელმონდო მდევრებისგან და ამ დევნაში როგორც დაამტვრია სამი სხვისი მანქანა, ბოლოს კი საკუთარიც.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები