ცისფერი ჟიგულის ისტორია, რომელიც უკვე 20 წელია დიღომში ერთ–ერთი კორპუსის 4–ე სართულის აივანზეა
ცისფერი  ჟიგულის  ისტორია,  რომელიც  უკვე  20  წელია დიღომში  ერთ–ერთი  კორპუსის  4–ე სართულის  აივანზეა
თბილისში, დიღმის მასივის მე-4 კვარტალში, მე-19 კორპუსის მეოთხე სართულის ერთ-ერთ აივანზე "ჟიგულის" მარკის ავტომობილი დგას. დიღომში ვისაც უნდა ჰკითხოთ, აივანზე მანქანა რომ დგას, ის კორპუსი სად არისო, ყველა უმალ მიგასწავლით.

მართალია, უცხო თვალისგან მოსარიდებლად აივანზე ფარდა ჩამოუკიდებიათ, მაგრამ ავტომობილის ნაწილი მაინც ჩანს.

...რატომ მალავენ ან რატომ აიტანეს მანქანა აივანზე? - სამწუხაროდ, მანქანის მფლობელმა რეზო ენუქიძემ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა, მაგრამ მეზობლებისგან შევიტყვეთ, რომ ავტომობილი აივანზე 20 წელია დგას.

ბატონ რეზოს ეს ავტომობილი 1993 წელს შეუძენია, მაგრამ რამდენჯერმე გაუქურდავთ
- ხან მინები ამოუღიათ, ხან საბურავი მოუხსნიათ. მეზობლებს უთქვამთ, შეიძლება საერთოდ მოგპარონ და აივანზე აიტანეო.

ბატონ რეზოს რჩევა ჭკუაში დაუჯდა და რამდენიმე დღეში ამწეთი მანქანა აივანზე აიტანა - ვიდრე საქართველოში მდგომარეობა არ გამოსწორდება, დაბლა არ ჩამოვიტანო. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლებისაგან განსხვავებით, ბატონ რეზოს საქართველოში მდგომარეობა დღესაც არ მიაჩნია სახარბიელოდ.

როგორც შევიტყვეთ, ამ ამბით უცხოელი ჟურნალისტებიც დაინტერესებულან და ტელეკომპანია "ბი-ბი-სის" ვრცელი რეპორტაჟიც მიუძღვნია, მაგრამ "ჟიგულის" პატრონი აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია, დუმილს არ არღვევს.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები