სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები
სად არიან და რას საქმიანობენ ახლა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრები
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე, საქართველოს სულ 15 პრემიერ-მინისტრი ჰყავდა. მათგან ორი - ზურაბ ჟვანია და გიორგი არსენიშვილი გარდაცვლილები არიან, მე-16 კი გიორგი კვირიკაშვილია, რომელიც თანამდებობას ახლაც იკავებს.

1995-2004 წლებში საქართველოში არა პრემიერის, არამედ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა არსებობა, რომელიც არა მთავრობის მეთაურს, არამედ პრეზიდენტის კანცელარიის უფროსს ნიშნავდა. საქართველოს მთავრობის შემადგენლობის ხშირ ცვლასთან ერთად, იცვლებოდა სახელმწიფო მინისტრების თანამდებობები და დასახელებები.

...ზოგიერთი პრემიერი თუ სახელმწიფო მინისტრი აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდეც პოლიტიკურ პროცესებში იყო ჩართული, ზოგმა კი პოლიტიკაში ბიზნესიდან ან სამოქალაქო სექტორიდან გადაინაცვლა. ყოფილი პრემიერების ნაწილი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ისევ ბიზნეს სექტორს დაუბრუნდა, ნაწილი კი უკვე საპენსიო ასაკშია.

თენგიზ სიგუა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრემიერ-მინისტრი, უფრო კონკრეტულად კი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში თენგიზ სიგუა იყო, რომლის სტატუსი 1990-1991 წელს საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. თენგიზ სიგუამ პრემიერის სტატუსით მინისტრთა კაბინეტს კიდევ ერთხელ, 1992-1993 წლებში უხელმძღვანელა. ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იყო.

პირველი პრემიერი, თენგიზ სიგუა ამჟამად 83 წლისაა, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და დეპუტატის პენსიას იღებს.
როგორც თავად განმარტავს, აღარ მუშაობს, რადგან ხელს არც ასაკი და არც ჯანმრთელობა არ უწყობს.

"ინფარქტი მაქვს გადატანილი, ინსტულტის ნიშნებიც მქონდა და ექიმებმა მუშაობა ამიკრძალეს. 3 წელი ვიყავი პრემიერი, ხელფასი კი დაახლოებით 60 დოლარის ოდენობით მქონდა. ვარ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,“ - განმარტავს სიგუა. როგორც თენგიზ სიგუა ამბობს, მისი პოლიტიკური წარსულიდან, ყველაზე ტრაგიკული იყო ის, რომ „გამსახურდიამ ვერ გაამართლა.“

"პირველი 6 თვე რომ გავიდა, უკვე მივხვდი, რომ რაღაცას ურევდა, პრემიერად რომ დამნიშნეს, ზვიადმა მკითხა, რამდენ სამინისტროს აპირებ, მე 18-ს დავტოვებ და სულ ცოტა 12 მინისტრი თქვენ აირჩიეთო. ძალიან მენდობოდა, მაგრამ ისეთი მინისტრები წარმოადგინა, რომ უკვე მივხვდი, რომ არც შესაბამისი განათლება და არც გამოცდილება არ ჰქონდათ" - იხსენებს თენგიზ სიგუა  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები