სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
სილამაზის 25 წესი, რომელიც ყველა ქალმა უნდა იცოდეს
პროფესიონალს მოყვარულისგან წვრილმანი დეტალების ცოდნა განასხვავებს. რატომ უნდა წაისვათ დამარბილებელი საცხი ტონალურ საცხზე? როგორ გავახანგრძლივოთ ფრჩხილის ლაქის სიცოცხლე? შეიძლება თუ არა არომატების შერევა? – გთავაზობთ სილამაზის 25 წესს, რომელიც ყველა გოგონამ უნდა იცოდეს.
  1. ზაფხული ნამდვილად არაა სახეზე ფეიერვერკის მოწყობის სეზონი, მაგრამ არც კოსმეტიკის საშუალებით სრულყოფილების მიღწევაზე ღირს უარის თქმაა. შეგიძლიათ ერთი მრავალფუნქციური საშუალების გამოყენებით ერთდროულად სამი კურდღლის მოკლათ. BB ან CC-საცხი 100%-ით გაართმევს თავს პრაიმერის, ტონალურის და სანსკრინის ფუნქციებს.

  2. კოსმეტიკა ყოველთვის ტენიან კანზე დაიტანეთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ საცხს დილით ისვამთ, მაკიაჟს კი, დღისით ან საღამოს იკეთებთ, კიდევ ერთხელ დაიტანეთ საცხი და დაელოდეთ სანამ კანი მას ბოლომდე შეიწოვს. თუ ჰიდრატაციის ნაკლებობა კანის აქერცვლით გამოიხატება, მაშინ ჭარბი საცხი თქვენს კანს ცხიმოვანი ბზინვარებით ემუქრება, მეიქ-აპი კი, გაითხაპნება.

    ...
  3. თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური ტონალური საცხის ფერის შესარჩევად დაიტანეთ რამდენიმე ვარიანტი ნიკაპის ზოლზე და შეადარეთ ბუნებრივ განათებაზე. აირჩიეთ ის, რომელიც ყველაზე მეტად შეეფერება თქვენს კანის ფერს ყელის არეში.

  4. ნუ შეგეშინდებათ საკუთარი ხელით გამოძერწოთ თქვენი სახის ოვალი, უბრალოდ შეარჩიეთ შესაბამისი საშუალება და ისწავლეთ მისი გამოყენება. კონტურინგის თანამედროვე საშუალებები მაქსიმალურად ბუნებრივად გამოიყურება. მთავარია შეარჩიოთ შეიდინგის ფერი ნარინჯისფერი შეფერილობის გარეშე და კარგად შeძლოთ მისი ტუშირება.

  5. სახის კანისთვის ტენიანობის და არა ცხიმიანი ბზინვარების მისაცემად გამოიყენეთ შემდეგი ტრიუკი – შუბლზე, ნიკაპზე, ცხვირისა და ღაწვებზე ტონალურ საცხზე გადაისვით დამარბილებელი ფლუიდი.

  6. იმ შემთხვევაში თუ ზედმეტი მოგივიდათ თვალის ან სახის საცხის წასმა, აუცილებლად მოიცილეთ რბილი ხელსახოცით.

  7. ჩვეულებრივ დამარბილებელ საცხთან შერევით ნებისმიერი ტონალური საცხის ტექსტურის შემსუბუქება და გაღიავება შეიძლება. მისი გამუქება კი, თხევადი ბრონზატორის ან შედარებით მუქი ფერის ტონალური საცხის შერევით შეგიძლიათ.

  8. არ აურიოთ ერთმანეთში ტექსტურები. ტონალურ საცხზე დაიტანეთ მხოლოდ საცხი, კომპაქტური და ფხვიერი საშუალებები კი, გამოიყენეთ პუდრთან ერთად.

  9. თვალის კონსილერს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საცხის კონსისტენცია, რათა დაფაროს ნაოჭები. კორექტორი კი, პირიქით შედარებით მშრალი და უცხიმო უნდა იყოს.

  10. დაიტანეთ კონსილერი თვალის ქვეშ სამკუთხედის და არა ნახევარწრის ფორმით. ასე თქვენი მაკიაჟი ბევრად უფრო ბუნებრივ იერს შეიძენს.

  11. არ იცით სად წაისვათ ფერუმარილი (რუმიანა) და სად გაქვთ ლოყებზე ფოსოები? წარმოსახვითი ვერტიკალური ზახი გაავლეთ თვალის გუგიდან ქვევით. არსებობს კიდევ ერთი ორიენტირი – ვერტიკალურად დაიდეთ ორი თითი ნესტოზე. ამ ზონაში რუმიანა როგორც წესი არ უნდა ხვდებოდეს.

  12. ზოგჯერ ყველაზე გამძლე თვალის ფანქარიც არ ჩერდება ადგილზე. თუ მოასწარით სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის საკუთარ თავზე გამოცდა და მაინც ვერ მიაგენით შესაფერისს, უპირატესობა თხევად ვარიანტს (განსაკუთრებით ნიშნით waterproof ) მიანიჭეთ, რადგან ის დატანისტანავე შრება და არ გადადის ქუთუთოზე წყლის მოხვედრის შემთხვევაშიც კი.

  13. ვარდისფერი პომადის არჩევისას, ვერტიკალურად დაიტანეთ ტუჩზე სამი სხვადასხვა ფერის ზოლი. მოგიხდებათ ის, რომელიც ყველაზე უკეთ შეეფერება თქვენს ღრძილებს.

  14. წითელი პომადის არჩევისას ყურადღება ორ ძირითად მომენტზე გაამახვილეთ. პირველი – კანის ფერი. თუ თქვენ თბილი ტონალობის კანი
    გაქვთ, თამამად აირჩიეთ ნარინჯისფერი შეფერილობის პომადა, მაშინ როცა შედარებით ცივს – ჟოლოს შეფერილობა უხდება. ნეიტრალური წითელი, რომელშიც თბილი და ცივი პიგმენტები თანაბრადაა – ყველას უხდება. მეორე ნიუანსი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ – პომადა ვიზუალურად უნდა ათეთრებდეს და არა აყვითლებდეს კბილებს.

  15. კანის ტონალობის (თბილი ან ცივი) გასარკვევად დახედეთ თქვენს მაჯებს. იმ შემთხვევაში თუ თქვენი ვენები ცისფერი ან იასამნისფერია, თქვენ ცივი ტონალობის კანი გაქვთ, ხოლო თუ მუქი ან ყავისფერი – მაშინ თბილი.

  16. ჩვეულებრივ, კოსმეტოლოგები სპორტდარბაზში კოსმეტიკის გამოყენებისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. თუმცა, თუ ”შიშველი” სახით არაკომფორტულად გრძნობთ თავს და ვარჯიშის ნაცვლად გაუთავებლად სარკეში იხედებით, ნუ მოიცილებთ კოსმეტიკას ბოლომდე. ტუში წამწამებისთვის და კონსილერი თვალების ქვეშ, ნამდვილად არ შეგიშლით ხელს. ტონალური საცხის და პუდრის ადგილი კი, ნამდვილად არაა სპორტდარბაზში, რადგან ოფლთან ერთად ისინი კანის ფორებში იჭედება.
  17. ნუ დაიტანთ მბრწყინავ კოსმეტიკას ჭორფლზე, რადგან ისინი უფრო შესამჩნევი გახდება.
  18. ტუშის დახმარებით თავისუფლად შეგიძლიათ თვალის ფორმის კორექტირება. თვალებისთვის მრგვალი და დიდი ფორმის მისაცემად ზედა წამწამებზე ტუში წარბების მიმართულებით დაიტანეთ და არ დაგავიწყდეთ ჯაგრისი გადაუსვათ ქვედა წამწამებს. ნუშისებრი, ე.წ. კატის ფორმის მისაცემად კი, ტუში ზედა წამწამებზე საფეთქლის მიმართულებით წაისვით, ქვედა წამწამები კი, საერთოდ არ შეიღებოთ.
  19. ხშირად კოსმეტიკური ჩრდილები შეფუთვაში უფრო ხასხასა ჩანს ვიდრე კანზე. სიტუაციას თვალის თეთრი ფანქარი გამოასწორებს. თეთრი ფანქრით დაშრტიხეთ ქუთუთო, ზევიდან კი, ჩრდილი წაისვით. სხვათაშორის ასეთი მეთოდი ფრჩხილის ლაქის წასმის დროსაც გამოდგებათ, რადგან თეთრზე ნებისმნიერი სხვა ფერი ბევრად უფრო ხასხასად გამოიყურება.
  20. წარბების დახატვისას ნუ ეცდებით მიაღწიოთ სრულ სიმატრიას. წარბები დები არიან და არა ტყუპები.
  21. თუ ცხიმიანი ან შერეული ტიპის თმა გაქვთ, ნუ დაიტანთ კონდიციონერს ძირებზე, რადგან თმა მოცულობას დაკარგავს. ნებისმიერი თმის მოვლის საშუალება გაანაწილეთ ყურის არედან თმის ბოლოებამდე.
  22. კონდიციონერის გამოყენების შემდეგ, მისი ეფექტის ხანგრძლივად შესანარჩუნებლად თავზე გრილი წყალი გადაივლეთ.
  23. ლაქის დიდი დროით შესანარჩუნებლად, მის წასმამდე აუცილებლად მოიცილეთ ფრჩხილიდან ცხიმი(არსებობს სპეციალური საშუალება), ორ დღეში ერთხელ კი, გადაისვით უფერული ლაქი.
  24. ლაქის სწრაფად გასაშრობად ჩაყავით თითის წვერები ცივ წყალში. აპრობირებული ფენი კი, საქმეს ნაკლებად უშველის, მითუმეტეს რომ ის ლაქსაც აუფერულებს.
  25. ნუ შეგეშინდებათ სუნამოების შერევა. ეს ყველაზე მარტივი მეტოდია შექმნათ საკუთარი უნიკალური კომპოზიცია. ზამბახი და შროშანი სუნამოს სიტკბოს შესძენენ, თბილი არომატის მისაღწევად გამოიყენეთ სუნელის არომატები, უფრო მეტი სიგრილისთვის კი, ციტრუსებს მიმართეთ.

fortuna.ge

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები