პლასტიკურმა ქირურგებმა ერთხმად გადაწყვიტეს რომელი პრინცესა უფრო ლამაზია – მეგან მარკლი თუ კეიტ მიდლტონი?!
პლასტიკურმა  ქირურგებმა  ერთხმად  გადაწყვიტეს  რომელი  პრინცესა   უფრო  ლამაზია – მეგან  მარკლი   თუ  კეიტ  მიდლტონი?!
პრინც ჰარის საცოლე მეგან მარკლი უფრო ლამაზია, ვიდრე პრინც უილიამის მეუღლე კეიტ მიდლტონი. ეს დასკვნა ბრიტანელმა მეცნიერებმა გამოიტანეს. ინფორმაციას express-ი ავრცელებს.

კეიტ მიდლტონსა და მეგან მარკლს შორის უფრო მეტად ლამაზი ექიმმა ჯულიან დე სილვამ გამოვლინა, რომელიც ლონდონის კოსმეტიკური და პლასტიკური ქირურგიის ცენტრში მუშაობს.

..."მეგანი და კეიყი სხვა პრინცესებისგან ნამდვილად განსხვავებულები არიან. მეგანს თითქმის იდეალური ცხვირი და ნიკაპი აქვს. ლამაზი სიმეტრია კი მას იდეალურ პროპორციებთან აახლოებს“, – მიიჩნევს ექიმი.

შეფასებისას ექიმმა ოქროს კვეთის პრინციპი გამოიყენა – მათემატიკური ფორმულა და ჰარმონიული გაყოფა, რომელიც სილამაზის საზომად ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში გამოიყენებოდა.

8 მარტს მეგან მარკლი ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა. აღსანიშნავია, რომ ნათლობის ცერემონია კენსინგტონის სასახლეში დედოფალი არ ესწრებოდა. არ იყვნენ არც პრინცი უილიამი და მისი ოჯახის წევრები.

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ჯვარს 19 მაისს ლონდონში დაიწერენ.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები