5 გავრცელებული ჩვევა, რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!
5 გავრცელებული ჩვევა, რომელიც თქვენს ავტომობილს აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის!
კარგ ავტომობილზე ბევრი ოცნებობს, თუმცა ყველა მანქანა ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა საგანი, შეიძლება გაფუჭდეს, თან გაფუჭდეს მფლობელის მიერვე, სრულიად გაუცნობიერებლად. საქმე ის არის, რომ არსებობს მანქანის მართვასთან დაკავშირებული ფართოდ გავრცელებული ჩვევები, რომლებიც სინამდვილეში საზიანოა - ეს კი ბევრმა მძღოლმა არ იცის და ამ უცოდინრობის გამო ავტომობილს აზიანებს. სწორედ ამგვარ ჩვევებზე ვისაუბრებთ ქვევით.

1. ცარიელი ავზი

...

არასოდეს არ უნდა დავცალოთ ბოლომდე მანქანის ავზი, განსაკუთრებით მაშინ, თუ მანქანა ახალი არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია საწვავის სისტემის დაზიანების საფრთხე. იდეალურ შემთხვევაში საწვავის დონე არ უნდა
ჩამოცდეს ავზის მოცულობის 1\4-ს. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ უმჯობესია საწვავით ავზი ყოველ ჯერზე მთლიანად შეივსოს, იმის მაგივრად, რომ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა ასხათ.

2. ავტომობილის გადატვირთვა


ავტომობილს შეძენისას ისიც უნდა გავარკვიოთ, რა მასის დატვირთვაზეა გათვლილი. გადატვირთვა ავტომობილისთვის ძალიან საზიანოა: გარდა იმისა, რომ მალე გამოვა მწყობრიდან, გადატვირთული მანქანა ავტოსაგზაო შემთხვევისას ან ექსტრემალური სიტუაციის დროს მძღოლისა და მგზავრების სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აგდებს.

3. დაუდევარი ტარება



ეს ცუდი თვისება ძალიან ბევრ მძღოლს ახასიათებს. უეცარი ამოძრავება, უეცარი დამუხრუჭება, ავტომობილის დაძვრა გახურების გარეშე - ყველაფერი ეს, მით უმეტეს, როცა ამის არანაირი აუცილებლობა არ არის, ხელს უწყობს დეტალების ცვეთას და ავტომობილის სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები