იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს განსაკუთრებული თვისებები აქვს, ეს თვისებები კი მეორე ნიშანს შეიძლება ან ძალიან მოსწონდეს, ან პირიქით – აღიზიანებდეს. გაეცანით თქვენი ნიშნის მახასიათებლებლებს და იმას, თუ ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ ჰარმონიულ თანაცხოვრებას.

ვერძი
ვერძი აგრესიული პიროვნებაა, რომელსაც სწრაფი ტემპით უყვარს ცხოვრება. მას სჭირდება პარტნიორი, რომელიც დროს ფეხს აუწყობს.
...მისი იდეალური მეორე ნახევარია ის, რომელიც თავდაჯერებულია და გარისკვის არ ეშინია.
პოტენციური მეორე ნახევარია: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი, ტყუპი და მერწყული.

კურო
კუროს ერთგული და რომანტიკული პარტნიორი სჭირდება.
კურო ლოიალური რჩება ბოლომდე, მაგრამ სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც მის ძლიერ გრძნობებს უპასუხებს.
მისი იდეალური მეორე ნახევარის ის, რომელიც იმსახურებს ნდობას, არ თამაშობს, რადგან კუროს ამისთვის დრო არ ჯყოფნის.
პოტენციური მეორე ნახევარია: კირჩხიბი, თხის რქა, ქალწული და თევზები.

ტყუპი
მას სჭირდება ჭკვიანი, იუმორით სავსე და საინტერესო მეგზური.
ტყუპს შეუძლია გამოიცნოს, ვის ხვდება, ამიტომ თუ მან მომავალი პარტნიორი შეარჩია, ეს უკანასკნელი ამას აუცილებლად იგრძნობს.
მათი იდეალური მეორე ნახევარია – ოხუნჯი, ჭკვიანი და საინტერესო.
პოტენციური მეორე ნახევარია:
ლომი, სასწორი, ვერძი და მერწყული.

კირჩხიბი

მას სჭირდება ჭკვიანი, ალერსიანი სულისა და ფაქიზი გულის ადამიანი.
კირჩხიბს უზომო გული აქვს და დიდი სიყვარული.
მას სჭირდება ისეთი მეგზური, რომელიც საკმაოდ ჭკვიანია, მაგრამ ასევე – ალერსიანი, რომ კირჩხიბმა თავი განსაკუთრებულ და საყვარელ ადამიანად იგრძნოს.
მას არცთუ დიდი დრო რჩება ეგოიზმისთვის, ამიტომ მისი იდეალური პარტნიორი მზრუნველი და მტკიცე ხასიათისა უნდა იყოს.
პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, კურო, თევზები და ქალწული.

ლომი
ლომს თავდაჯერებული ადამიანი სჭირდება.
ადამიანი, რომელიც მზადაა თავგადასავლებისთვის და მრავალფეროვნება არ აშინებს.
მაგრამ, ამასთან, დამაინტრიგებელიც, რომ ლომი ვერ მიხვდეს, რა მოხდება შემდეგ.
პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, სასწორი, მშვილდოსანი და ვერძი.

ქალწული
მას სჭირდება გამოცდილი, ამბიციური და ერთგული თანამგზავრი.
ასევე მისი პარტნიორი უნდა იყოს აქტიური, დღე უსაქმურობაში არ უნდა გაატაროს.
ყველაზე მეტად კი ქალწულს სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ურთიერთობებში ისეთივე დამოკიდებული იქნება, როგორც თავადაა.
პოტენციური მეორე ნახევარია: მორიელი, თხის რქა, კირჩხიბი და კურო.

სასწორი
სასწორს სჭირდება ადამიანი კარგი გარეგნობით, ტვინითა და თავდაჯერებულობით.
მას მაღალი სტანდარტები აქვს, როცა საქმე სიყვარულს ეხება და შემთხვევით ადამიანს ცხოვრებას არ დაუკავშირებს.
მას ფიზიკური სილამაზე ხიბლავს.
პოტენციური მეორე ნახევარია: ტყუპი, მერწყული, მშვილდოსანი და ლომი.

მორიელი
მას სჭირდება ადამიანი, რომელიც გამოიწვევს, დაათრობს თავისი ვნებითა და ინტენსიურობით.
მორიელის სიყვარული ღრმა და აბსოლუტურად უტყვია. მაგრამ მას სჭირდება ისეთი ვინმე, რომელიც გამოიწვევს.
მისი იდეალური მეწყვილეა წარმოსახვის მქონე ადამიანი, რომელიც ღრმად ფიქრობს და გრძნობს, მაგრამ თავის კარტს მალევე არ ხსნის.
მორიელს საიდუმლო და ინტრიგა უყვარს.
პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, ქალწული, თხის რქა და კირჩხიბი.

მშვილდოსანი
მას სჭირდება თავისუფალი სულის ადამიანი, რომელიც არ დაიჟინებს მის შეცვლას.
მშვილდოსანი აფასებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას არ სჭირდება, როცა ვინმე ებღაუჭება. მისი იდეალური პარტნიორია ადამიანი, რომელიც ცხოვრებას იუმორით უყურებს.
პოტენციური მეორე ნახევარია: ლომი, მერწყული, ვერძი და სასწორი.

თხის რქა
მას სჭირდება საინტერესო, დამაინტრიგებელი სული, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩება.
თხის რქას არ ეშინია, იყოს დაკვირვებული და ფრთხილი, როცა საქმე სიყვარულს ეხება.
მისი ცხოვრების მეგზური უნდა იყოს ინტელექტუალი და თხის რქასთან გააზრებული და
ღრმა ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ, პირველ რიგში, უნდა იყოს საიმედო და ერთგული… თხის რქა სჭირდება ის, ვისი იმედიც ექნება.
პოტენციური მეორე ნახევარია: თევზები, კურო, ქალწული და მორიელი.

მერწყული
მერწყულს სჭირდება მოსიყვარულე, შავი იუმორისა და კულინარიული ნიჭის მქონე ადამიანი.
მერწყულის იდეალური პარტნიორი უნდა იყოს მხიარული, მზად უნდა იყოს შემთხვევითი თავგადასავლებისთვის; ასევე ძალიან იზიდავს შავი იუმორი და სიტყვამოსწრებული ადამიანები.
თუ მერწყულს გააცინებთ, თქვენთვის ყველაფერს გააკეთებენ. ასევე დიდი პლუსია საჭმლის მომზადების უნარი.
პოტენციური მეორე ნახევარია: სასწორი, ვერძი, ტყუპი და მშვილდოსანი.

თევზები
მას სჭირდება თავდაჯერებული, შემოქმედებითი ადამიანი.
თევზი საკუთარ სამყაროში ცხოვრობს და ცხოვრებას ძალიან სერიოზულად არასდროს აღიქვამს. მისი იდეალური პარტნიორია თავდაჯერებული, ცოტა ველური და შემოქმედებითი ადამიანი.
პოტენციური მეორე ნახევარია:
კირჩხიბი, თევზები, მორიელი.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები