ალბათ ეს კითხვა ყველა თქვენგანს გასჩენია – რატომ იცვამენ ქალები ქორწილში თეთრ კაბას?
ალბათ  ეს  კითხვა  ყველა  თქვენგანს  გასჩენია – რატომ იცვამენ ქალები ქორწილში თეთრ კაბას?
კოსტიუმების ისტორიაში მყარად დამკვიდრებული ვიქტორიანული სტილი 2017 წელს არაერთი მოდის სახლის შთაგონებაა.

მათ შორის, ლელა ელოშვილის ELOSHI-ს დიდი ზომის ბომბერებზეც შენიშნავთ მაისურ საყელოებს და ატლასის ბანტებს. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ დედოფალ ვიქტორიას სამეფო ქორწილი საქორწილო ტენდენციის დამამკვიდრებელ მოვლენად იქცა: სწორედ 1840 წელს, როდესაც მონარქი პრინც ალბერტზე დაქორწინდა, თეთრი კაბის კულტურა შეიქმნა.

...
ისტორიამ დღემდე ბევრი მოვლენა შემოინახა, რომელთა დამსახურებითაც ვიქტორიას ქორწილი საყოველთაოდ საინტერესო მოვლენას წარმოადგენს, ამიტომაც, 1840 წლის 10 თებერვლის შესახებ რამდენიმე ფაქტს გაგაცნობთ:
ვიქტორიას მოკრძალებული ცერემონიის გამ
ართვა სურდა.
დედოფალს პომპეზური

ქორწილის გადახდა სულაც არ უნდოდა, მაგრამ ამის აუცილებლობაში მისმა პირველმა პრემიერ-მინისტრმა და ახლო მეგობარმა - ლორდ მელბურნმა დაარწმუნა. სწორედ ვიქტორიამ გახადა პოპულარული თეთრი საქორწილო კაბა.

ქორწილებში თეთრი კაბები ადრეც ეცვათ, თუმცა თეთრი ფერი ეტიკეტის ნაწილს არ შეადგენდა. ვიქტორიამ თეთრ ფერს უპირატესობა რამდენიმე მიზეზის გამო მიანიჭა: სურდა, უკეთ წარმოეჩინა ლამაზი მაქმანი, თანაც იმ პერიოდის ინგლისში მაქმანის მქსოველებს კრიზისი ჰქონდათ და დედოფლის გათვლით, თუ თავად არჩევანს სწორედ ამ ქსოვილზე შეაჩერებდა, მას მაღალი წრის დანარჩენი ქალბატონებიც მიჰბაძავდნენ, შედეგად - მქსოველებს შეკვეთები გამოუჩნდებოდათ და ინდუსტრიაც განვითარდებოდა. ვიქტორიამ ქორწილის ეტიკეტის ტენდენციაც დაამკვიდრა: გამოაცხადა, რომ ცერემონიაზე მის გარდა არავის ჰქონდა თეთრი ფერის კაბის ჩაცმის უფლება და საკუთარი კაბის თარგიც კი გაანადგურა, იმავე ფორმის კაბა სხვასაც რომ არ შეეკერა.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები