ქალები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან ქრებიან
ქალები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიიდან  ქრებიან
რუსი უფლებადამცველების თქმით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სირიასა და ერაყში, “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში მებრძოლთა ოჯახის წევრების რუსეთში ჩამოყვანისა და მათი რეაბილიტაციის პროგრამამ არ გაამართლა... გასული წლის დეკემბრის ბოლოს, სირიიდან და ერაყიდან ჩრდილოეთ კავკასიაში დაახლოებით 100-მდე ადამიანი, ქალები და ბავშვები დაბრუნდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონების ხელმძღვანელობების ინფორმაციით, კიდევ 150 აპირებდა ჩამოსვლას, თუმცა, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათი დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

პირველ რიგში, მათ პრობლემა აქვთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან, რადგან ჩამოსვლის შემდეგ, გამოძიებასთან უწევთ თანამშრომლობა და საბრძოლო მოქმედებების ზონაში მათ გარშემო არსებული პირების შესახებ ინფორმაციის გაცემა, რაც მათ და მათ შვილებს საფრთხეს უქმნის... არაერთი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ჩეჩნეთში დაბრუნებული ქალი, უბრალოდ, გაუჩინარდა, რადგან კადიროვის ძალოვნებთან არ ითანამშრომლა. ტელეკომპანია - Дождь-ის ინფორმაციით, რამდენიმე მათგანი რამზან კადიროვის ხელისუფლებას, “მეტი ინფორმაციის მისაღებად” სარდაფში ჰყავს გამომწყვდეული.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები