ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა "ნუ მწერ" მიუძღვნა
ვინ იყო ქალი, რომელსაც მირზა გელოვანმა "ნუ მწერ" მიუძღვნა
"ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,/ რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,/ რომ საქართველო ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს./ რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი/ და შენ ჩაიცვი კაბა ყვავილის,/ რომ მტკვარი ღელავს, როგორც ყოველთვის,/ როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის./ ...წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს/ და საშინელი ბრძოლების ნისლში/ მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან/ აელვებული იდგა თბილისი./ ორთაჭალაში ჰყვაოდა ნუში,/ მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს,/ და შენ, ძვირფასო, ამ გაზაფხულში,/ როგორც ყოველთვის, მოჰყავდი ხვითოს

ნუ მომწერ... ისეც ვიცი, რაგვარი/ ფერებით ჰყვავის თბილისი ახლა,/ რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით/ და დილისათვის ამწვანებს ნახნავს./ მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს/ მოაქვთ გულების საამო ფეთქვა,/ და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს,/ თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, -/ გეტყვი, რომ მოვედ ბრძოლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,/ რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,/ ბრძოლების შემდეგ - მზე გამარჯვების" - 1943 წელი, პრიჩისტიე...

...ყველაფერი შემთხვევით მოხდა: ერთ დღეს მსახიობ ბახვა ბრეგვაძესთან ინტერვიუზე მისულმა შევიტყვე, რომ თინა მაქსიმალაშვილი ანუ ადამიანი, რომელსაც მირზა გელოვანმა ეს გენიალური ლექსი
მიუძღვნა, ბახვას ბებია ყოფილა. "ნუ მწერ" ბევრ ადამიანს გამორჩეულად უყვარს, მის ადრესატზე კი ცნობილი თითქმის არაფერია. თავის დროზე ქალბატონ თინასთან ინტერვიუს ჩაწერა არაერთხელ უცდიათ, მაგრამ ამ თემაზე სასაუბროდ ახლოს არავინ გაუკარებია. ეს ექსკლუზივია პოეტის გაუმხელელ სიყვარულზე. ამბავი, რომელიც დასავიწყებლად არ უნდა გაიმეტო და რომელიც შთამომავლობას უნდა უამბო. ჩემი რესპონდენტები თინა მაქსიმელაშვილის ქალიშვილი, ქეთევან კობალაძე და შვილიშვილი - ბახვა ბრეგვაძე არიან.

ქეთევან კობალაძე:

- დედა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ერეკლე მეფის შთამომავლობის მეშვიდე თაობა იყო. უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 17-18 წლის იქნებოდა, როცა მირზა გელოვანი გაიცნო და დამეგობრდნენ. მათ საერთო სამეგობრო წრე ჰყავდათ. ნიკა აგიაშვილი, ლადო ასათიანი... მოგეხსენებათ, ომი რომ დაიწყო, მირზა წაიყვანეს. ლექსების უმეტესობაც ომიდანაა გამოგზავნილი. მირზა გელოვანის პოეზია გამორჩეულად მიყვარს. ოღონდ, ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედას მეგობარი იყო.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები