8 ნიშანი, რომელიც დიაბეტზე მიანიშნებს
8 ნიშანი, რომელიც დიაბეტზე მიანიშნებს
დააკვირდით ამ სიმპტომებს და ნუ დააიგნორებთ მათ...

1. ხშირი შარდვა
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომი დიაბეტის დროს. სისხლში შაქრის მაღალი დონე შარდის ბუშტს ტვირთავს.
...

2. მხედველობის გაუარესება
დიაბეტთან ბრძოლის დროს ორგანიზმი კარგავს ბევრ სითხეს, რაც, საბოლოოდ, გაუწყლოვანებას იწვევს. ეს კი, აუცილებლად უარყოფითად აისახება მხედველობაზე, თვალებზე, რომლებიც შრება. ამის გამო მხედველობა უარესდება.


3. ჭრილობის შეხორცებას დიდი დრო სჭირდება და ორგანიზმი ინფექციებისკენ არის მიდრეკილი.
ორგანიზმს არ ჰყოფნის ენერგია ინფექციებთან საბრძოლველად და მიღებული ჭრილობების დროულად შესახორცებლად.


4. შიმშილის მუდმივი შეგრძნება
ხშირად გაწუხებთ შიმშილის შეგრძნება? - ეს დიაბეტის ერთ-ერთი ნიშანია. დიაბეტის დროს ორგანიზმი
თანდათანობით ეჩვევა სისხლში შაქრის გაკონტროლების პროცესს, თუმცა, სანამ მიეჩვევა, დანაყრებისა და შიმშილის შეგრძნება მკვეთრად ცვლის ერთმანეთს.


5. ხშირი წყურვილი
ესეც დიაბეტის ერთ-ერთი მანიშნებელია. წყლის მუდმივი მიღება ხშირ შარდვას იწვევს. შედეგად კი ორგანიზმის გაუწყლოვანება ხდება. აუცილებლად აკონტროლეთ წყურვილის შეგრძნება და საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.


6. წონის უეცარი კარგვა
როდესაც ორგანიზმი ბევრს მუშაობს ორგანიზმიდან სითხისა და შაქრის გამოდევნაზე - ადამიანი კარგავს წონას. როდესაც ეს თავისთავად ხდება, მიზეზების გარეშე - ესეც შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი მანიშნებელია.


7. მუდმივი დაღლილობის შეგრძნება
მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმს აკონტროლებთ, გამოძინებული და დასვენებული ხართ, მაინც ხშირად იღლებით? მუდმივი ძილიანობის შეგრძნება დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს აწუხებთ, რადგან ამ დროს სისხლში შაქრის დონე მუდმივად ნორმაზე მაღალია.


8. ხშირი დაბუჟება
თუკი კიდურებში ხშირად გაქვთ დაბუჟების შეგრძნება, ესეც დიაბეტის მანიშნებელია, თუმცა, თუკი მსგავსი შეგრძნებები არ გაქვთ, ეს არ ნიშნავს, რომ დიაბეტისგან დაზღვეული ხართ, რადგან დიაბეტით დაავადებულების მხოლოდ 60-70%-ს აწუხებს დაბუჟების შეგრძნება.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები