ვიწრო შარვლის გამო ბრიტანელი ქალს 4 ოპერაცია დასჭირდა!
ვიწრო შარვლის გამო ბრიტანელი ქალს 4 ოპერაცია დასჭირდა!
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ქალმა მაღაზიაში მოდური შარვალი ხელსაყრელ ფასად აღმოაჩინა.
„შარვალი აშკარად ვიწრო იყო, მაგრამ ვივარაუდე, რომ მალე „გაიწევდა“, ამიტომ დაუფიქრებლად შევიძინე“, - იხსენებს ქალი.

ჯეინმა ახალ შარვალში მთელი დღე გაატარა და ბევრი იმხიარულა, მაგრამ საღამოს, მეგობართან სტუმრობისას, მოულოდნელად გონება დაკარგა.
...
გონზე მოსვლის შემდეგ, ჯეინმა მომხდარი გადაღლილობას დააბრალა და სახლში წავიდა, მაგრამ დილას აღმოაჩინა, რომ ფეხები დასიებული და სისხლჩაქცევებით სავსე ჰქონდა და დაუყოვნებლივ საავადმყოფოში წავიდა.

სამედიცინო გამოკვლევამ დაადასტურა, რომ პრობლემის მიზეზი ვიწრო შარვალი გახდა, რომელმაც სისხლის მიმოქცევის ბლოკირება და ნერვიული დაბოლოებების დაზიანება გამოიწვია.

ჯეინის სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებს ოთხი რთული ოპერაციის ჩატარება მოუწიათ.
ამჟამად ძველებურად მომხიბვლელი ფეხები აღარ აქვს, მაგრამ ქალი ბედს არ უჩივის და ბედნიერია, რომ ცოცხალი გადარჩა.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები