ქალები, რომლებმაც უბიწობის ფიცი დადეს და მამაკაცის სახეს ამოეფარნენ (9 ფოტო)
ქალები, რომლებმაც უბიწობის ფიცი დადეს და მამაკაცის სახეს ამოეფარნენ  (9  ფოტო)
ისინი არც ტრანსგენდერები არიან და არც ტრანსვესტიტები. ისინი ალბანელი ქალები არიან, რომლებმაც მამაკაცებად გადაქცევა გადაწყვიტეს, რისთვისაც კონკრეტული მიზეზი ჰქონდათ. მათ ალბანეთში ბურნეშებს ეძახიან...



...ბურნეშები ალკოჰოლურ სასმელებს იღებენ, სიგარეტს ეწევიან, მამაკაცური სახელები ჰქვიათ და მამაკაცურ საქმიანობას მისდევენ.
მიზეზი, რომლის გამოც მათ ასეთი გენდერული როლი არჩიეს, ალბანეთის ისტორიასა და ტრადიციებში იმალება.



საქმე ის გახლავთ, რომ ალბანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ ქალებს ამ დრომდე ჩამორთმეული აქვთ უამრავი უფლება: მათ არ შეუძლიათ არჩევნებში მონაწილეობა და მიწის შეძენა. არ გააჩნიათ მემკვიდრეობისა და ბიზნესის დაწყების უფლება. ეკრძალებათ უამრავ დაწესებულებაში შესვლა, საათის ტარება და ხმამაღლა საუბარიც კი. ეს ნორმები უძველესმა კანონთა კრებულმა განსაზღვრა, რომელსაც მთიან დასახლებებში მცხოვრები ადამიანები დღემდე იცავენ.



ზემოხსენებული კანონების თანახმად, ქალი ქმრის საკუთრებაა. გოგონას დაბადებისთანავე ან ადრეულ ბავშვობაში ათხოვებენ. როგორც კი წამოიზრდება, ის ვალდებულია, მამისეული სახლი დატოვოს, საცხოვრებლად ქმრის სახლში გადავიდეს და მთელი ცხოვრება ქმარ-შვილზე ზრუნვასა და საოჯახო საქმეებს მიუძღვნას.



ყველაფრის მიუხედავად, ბურნეშების გაჩენა ქალების მძიმე ხვედრს კი არა, კაცების ნაკლებობას უკავშირდება. საქმე ის გახლავთ, რომ
ალბანეთში გავრცელებულმა სისხლის აღების ტრადიციამ უამრავი ოჯახი კაცის გარეშე დატოვა. ალბანური ტრადიციის თანახმად, დანაშაულისთვის მხოლოდ დამნაშავე კი არა, მთელი მისი ოჯახი ისჯება. ახლობლების გადასარჩენად, ოჯახის უფროსი დაზარალებულებს სთავაზობს, რომ დანაშაული საკუთარი სისხლით გამოისყიდოს.



ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, უამრავი ალბანური ოჯახი კაცის გარეშე რჩება. ასეთ ოჯახებში მცხოვრებ გაუთხოვარ ქალიშვილს უფლება აქვს, მამაკაცის ფუნქცია შეითავსოს და ბურნეშად იქცეს. ქალიშვილმა სოფლის 12 უხუცესის წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ არასოდეს დაქორწინდება და სიკვდილამდე მარტო დარჩება. ზოგიერთისთვის ეს ფიცი პროტესტის გამოხატულება და დამოუკიდებლობის მიღების შესაძლებლობაა, ზოგიერთისთვის კი თავის გადარჩენის ერთადერთი შანსი სამყაროში, რომელსაც კაცები მართავენ.



ამერიკელმა ფოტოგრაფმა ჯილ პეტერსმა ბურნეშების მოსანახულებლად ალბანეთში იმოგზაურა.
მისი თქმით, ამჟამად ქვეყნის მთიან რაიონებში ასობით ასეთი ქალი ცხოვრობს, თუმცა ტრადიცია ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა.








FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები