ქორწინების და ოჯახის დანგრევის შემდეგ – როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ქართველი ქალები ოჯახის შექმნისას და როგორ გამოიყურებიან ოჯახის დანგრევის შემდეგ?!
ქორწინების  და  ოჯახის  დანგრევის  შემდეგ – როგორ  გამოიყურებოდნენ  ცნობილი  ქართველი  ქალები  ოჯახის  შექმნისას  და  როგორ  გამოიყურებიან  ოჯახის  დანგრევის  შემდეგ?!
სიყვარულით შექმნილი ოჯახები ხშირად წარუმატებელია და ინგრევა. ამისგან დაზღვეული ცნობილი სახეებიც არ არიან. ოჯახის დანგრევა ქალებს, ძირითადად ძალიან რთულად გადააქვთ, თუმცა შეიძლება ითქვას, კრიზისული მომენტის, დეპრესიის და სტრესის გავლის შემდეგ ისინი უფრო აქტიურები ხდებიან.
„რეიტინგი“ იმ ქართველი ქალების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც ცხოვრების სტილი და გარეგნობა, ოჯახის დანგრევის შემდეგ რადიკალურად შეიცვალეს.


...თაკო გაჩეჩილაძე
მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე ნაადრევ ასაკში დაქორწინდა. მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე საკმაოდ პატარა ასაკში დაქორწინდა. მისი რჩეული დათო სალაძე იყო, თაკომ და დათომ ოჯახი სიყვარულით
შექმნეს, მაგრამ ზუსტად 7 თვეში დაშორდნენ. რა გახდა თაკოს და დათოს დაშორების მიზეზი, უცნობია. როგორც თაკო ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავს, ოჯახის შენარჩუნებას მოძღვარიც ურჩევდა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. თაკოს მეუღლესთან დაშორების შემდეგ ბევრი წლები გავიდა, მაგრამ მომღერალი ფიზიკურად რადიკალურად შეიცვალა და უფრო თამამად ჩაცმული გამოდის სცენაზე. ამბობენ, რომ პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა. ქმართან დაშორებული თაკო გაჩეჩილაძე პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავს.



ანი გიუნტერი
ტელეწამყვანი ანი გიუნტერი რამდენიმე წლის წინ დაქორწინდა. მისი მეუღლე კახა არაბიძე გახლდათ, რომელთანაც მას ორი შვილი მაშო და ლაზარე
ჰყავს. ანის და კახას ოჯახი რამდენიმე წელიწადში დაინგრა, კახა არაბიძემ უკვე სხვა ქალზე იქორწინა. როგორც ამბობენ, ანიმ ქმართან დაშორება მძიმედ გადაიტანა, თუმცა როგორც ჩანს დეპრესიამ გაუარა. ქმართან დაშორების შემდეგ ანი გიუნტერი ძალიან შეიცვალა. ის ახლა თითქმის ყველა ივენთზე დადის და უფრო თამამი სამოსი მოირგო. ანი სამსახურს და შვილების მოვლას წარმატებით უმკლავდება.


ეკა ამირეჯიბი
ჟურნალისტი ეკა ამირეჯიბი 2014 წელს გათხოვდა, მისი მეუღლე ჯგუფ „პორნო პოეზიის“ ვარსკვლავი გიორგი სიბაშვილი გახლდათ. წყვილის ქორწინებამ 2 წელიწადს გასტანა. ქმართან დაშორების შემდეგ, ეკა ამირეჯიბის კარიერა უფრო წარმატებულად განვითარდა. რაც შეეხება მის იმიჯს, ეკამ იმიჯი შეიცვალა, უფრო მომხიბვლელი გახდა და არც თამამი კაბების ჩაცმაზე ამბობს უარს.


შორენა ბეგაშვილი
მსახიობი და სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილი პატარა ასაკში გათხოვდა. მისი ქმარი ირაკლი ბარბაქაძე გახლდათ. შორენა ბევრს შრომობდა და ქმარ-შვილს არაფერს აკლებდა, რასაც საჯაროდ აღიარებს. თუმცა შორენას და ირაკლის ოჯახი წლების შემდეგ დაინგრა. მსახიობი ქმართან დაშორების შემდეგ უფრო რეალიზებული და წარმატებული გახდა. ის არაერთ რეკლამაში გადაიღეს. თუმცა პოპულარობა „პლეიბოის“ ფოტოსესიამ მოუტანა. შორენამ რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც გაიკეთა და საქართველოს სექს-სიმბოლოს ტიტულიც მოიპოვა. შორენას პირად ცხოვრებაზე ხშირად ვრცელდება ჭორები, წარსულში ის მეფე დავით ბაგრატიონის საყვარელი მსახიობი იყო, ახლა კი ბიზნესმენ ირაკლი ნანაძის შეყვარებულია, რომელიც საყვარელ ქალს სიურ-პრიზებით ხშირად ანებივრებს.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები