ტარანტინომ ერთხელ ჰოლივუდში დი კაპრიოსა და ბრედ პიტს მოუყარა თავი!
ტარანტინომ  ერთხელ ჰოლივუდში  დი კაპრიოსა და ბრედ პიტს მოუყარა თავი!
რამდენიმეთვიანი ლოდინის შემდეგ Sony Pictures-მა გვაუწყა, რომ კვენტინ ტარანტინოს მომავალი ფილმის სახელწოდება იქნება „ერთხელ ჰოლივუდში“, სადაც, ლეონარდო დი კაპრიოსთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი როლის შესრულებას ბრედ პიტი დასთანხმდა.

ფილმში მოქმედება 1969 წლის ლოს-ანჯელესში მიმდინარეობს.
დი კაპრიოს პერსონაჟია რიკ დალტონი - ვესტერნის ძველი მსახიობი, ბრედ პიტი კი მისი შეუცვლელი დუბლიორის - კლიფ ბუტას როლს ასრულებს.
...ფილმის მთავარი გმირები ცდილობენ, ჰოლივუდის ახალ წესებს მოერგონ და დიდ ეკრანზე დაბრუნდნენ. ამასობაში კი მათ მეზობლად სადისტურად კლავენ მსახიობს, ფეხმძიმე შერონ ტეიტის.


„ამ სცენარზე 5 წელი ვმუშაობდი და ლოს-ანჯელესში
პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მაქვს გატარებული, 1969 წლის ჩათვლით, როცა 7 წლის ვიყავი. ერთი სული მაქვს, მოგიყვეთ ლოს-ანჯელესის ისტორია და იმ ჰოლივუდის ამბავი, როგორიც აღარ არსებობს“, - ამბობს ტარანტინო Variety-სთან ინტერვიუში.

დი კაპრიოსა და ბრედ პიტს ტარანტინოსთან ერთად უკვე აქვთ ნამუშევარი.

„უსახელო ნაბიჭვრები“ (Inglorious Basterds), რომელიც ეკრანზე 2009 წელს გამოვიდა და ბრედ პიტმა მთავარი როლი შეასრულა - ლეიტენანტი ალდო რეინი, ფსევდონიმი აპაჩით - ოსკარის რვა ნომინაციაზე იყო ნომინირებული. გარდა ამისა, „ნაბიჭვრებმა“ „ოქროს გლობუსის“ ოთხი და BAFTA-ს რვა პრემია მოიპოვა;

ლეონარდო დი კაპრიომ სასტიკი მონათმფლობელის კელვინ კენდის პერსონაჟი შეასრულა ტარანტინოს ვესტერნში „ჯანგო გათავისუფლებული“ (Django Unchained), რომელიც 2012 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ფილმი წარდგენილი იყო ოსკარის ხუთ ნომინაციაში. ტარანტინო დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის. ეს მისი მეორე ოსკარი იყო „მაკულატურის“ შემდეგ (1995 წელი).

ფილმის პრემიერა 2019 წლის 9 აგვისტოსთვისაა დაგეგმილი - სწორედ ამ დღეს სრულდება 50 წელი უსასტიკესი დაჯგუფებისა და სატანისტური სექტის „მენსონის ოჯახის“ მიერ მსახიობ შერონ ტეიტის მკვლელობიდან (ეს ფაქტი 1969 წლის 8 აგვისტოს მოხდა).

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები