ჯერ გაქვთ დრო, დაფიქრდეთ – 20 რამ, რასაც სიბერეში ინანებთ!
ჯერ გაქვთ დრო, დაფიქრდეთ – 20 რამ, რასაც სიბერეში ინანებთ!
უკან რომ ვიყურები, მახსენდება ერთ მოხუცის ამბავი, რომელმაც სასიკვდილო სარეცელზე მყოფმა მითხრა, რომ მისი ცხოვრება სავსე იყო უსიამოვნებებით, რომელთა უმრავლესობა არც კი მომხდარა“, – უინსტონ ჩერჩილი.
როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ სიბერეში ნაკლები გვქონდა სანანებელი? სპეციალისტებმა რამდენიმე პუნქტად ჩამოაყალიბეს, თუ რა ქმედებებს ვინანებთ ყველაზე მეტად სიბერეში და თავში ხელს წავიშენთ, ნეტავ, ასე არ მოვქცეულიყავიო. იქნებ, ახლა დავფიქრდეთ და შევცვალოთ რაღაც?
მაშ ასე, გახსოვდეთ, სიბერეში აუცილებლად ინანებთ, რომ:

...1. მეტისმეტად ბევრი დრო გაატარეთ ტელევიზორთან, უსასრულო სერიალების, გადაცემებისა და რეალითი-შოუების ყურებაში.

2. მთავარ პრიორიტეტად აქციეთ ვირტუალურ სამყაროში ცხოვრება, სოციალური ქსელები, თავით გადაეშვით ირეალურ სამყაროში.

3. არ მისდიეთ ჯანსაღ ცხოვრებას და თქვენს ჩვევებს გაამარჯვებინეთ.

4. ნაკლებად ტკბებოდით ამ სამყაროს მშვენიერებით და მისი ჭვრეტით, გაატარეთ დრო მუდამ სიჩქარესა და ფუსფუსში.

5. ნაკლებ მორწმუნე იყავით და არ მიისწრაფოდით რაღაც მეტის შეცნობისკენ.

6. იშვიათად ეგებებოდით მზის ამოსვლას და არ აცილებდით დაისს, რადგან სულ რაღაც სწვა საქმე გქონდათ, ან გეძინათ.

7. მეტისმეტად შებოჭილი, მხდალი, სერიოზული იყავით და ძალიან შეესაბამებოდით საზოგადოებაში „სწორად“ თუ „წარმატებულად“ მოქცევის მიღებულ ნორმებს.

8. მეტისმეტად
მალე გაიზარდეთ და თავს უკრძალავდით, ხანდახან მაინც ყოფილიყავით ბავშვი, თუნდაც 40 წლის ასაკში.

9. ცოტა მეგობარი გყავდათ და არ აფასებდით მეგობრობას, ნაკლებ დროს ატარებდით მეგობრებთან.

10. მეტისმეტად ბოღმიანი, შურიანი და ეჭვიანი იყავით, რაც ხელს გიშლიდათ ლაღ ურთიერთობაში.

11. ნაკლებ დროს უთმობდით ოჯახთან ურთიერთობას, ბავშვებს, ნათესავებს, ბევრს ჩხუბობდით მათთან. იშვიათად ეუბნებოდით სასიყვარულო სიტყვებს და იმას, თუ რა ძვირფასები იყვნენ ისინი თქვენთვის.

12. იშვიათად იცინოდით, ნაკლებად გიხაროდათ და მხიარულობდით.

13. მეტისმეტად მტკივნეულად აღიქვამდით სხვათა ქცევებსა და სიტყვებს.

14. არ ავითარებდით საკუთარ ნიჭს და სულ მიგავიწყდათ ბავშვური ოცნებები და გატაცებები.

15. ნაკლებს მოგზაურობდით და არ შეიცნობდით სამყაროს.

16. მეტისმეტად ბევრი რამის გეშინოდათ.

17. თავდაჯერება გაკლდათ და ბევრი რამ ვერ გაბედეთ.

18. არ ჩაგიდენიათ გიჟური საქციელი, არ მიგიღიათ გაბედული გადაწყვეტილება, არ გიბრძოლიათ – ხელები ჩამოუშვით და გაჩუმდით.

19. მეტისმეტად შეპყრობილი იყავით მატერიალური ნივთებით. ბევრი დრო, ძალა, ჯანმრთელობა დაახარჯეთ ამ ცხოვრებაში ფულის, ნივთების დაგროვებას და კარიერისკენ სწრაფვას.

20. და აუცილებლად ინანებთ, რომ არ გითქვამთ მთავარი ამ ცხოვრებაში და ბევრი რამ დაგრჩათ უთქმელი.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები