ქალს ქმარზე ალერგია აქვს და ორი წელია, საყვარელ ადამიანს ახლოს ვერ ეკარება (4 ფოტო)
ქალს ქმარზე ალერგია აქვს და ორი წელია, საყვარელ ადამიანს ახლოს ვერ ეკარება  (4  ფოტო)
ეს სულაც არ არის „ალერგია“ გადატანითი მნიშვნელობით. ახალგაზრდა ბრიტანელი ცოლ-ქმარი მართლა გამოუვალ მდგომარეობაშია. ჯოანასა და სკოტს ერთმანეთი ძალიან უყვართ, მაგრამ, ვერაგი დაავადების გამო, ერთმანეთს ვერ ეხებიან და მეტიც - ერთ ოთახში ყოფნისას 15 წუთის შემდეგ ქალი გონებას კარგავს.

ჯოანა უოტკინსის პრობლემა ოთხი წლის წინათ გლუტენის შემცველ პროდუქტებზე ალერგიის გამოვლინებით დაიწყო. რამდენიმე თვის შემდეგ ახალგაზრდა ქალი ავად გახდა და დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებას მიმართა.

...

ექიმებმა ჯოანას კოუნისის, ანუ მწვავე ალერგიული კორონარული სინდრომი დაუდგინეს.
ამ დაავადების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა დადგენილია, რომ კოუნისის სინდრომით დაავადებულებში ალერგიული რეაქციები, სხვებთან შედარებით, გაძლიერებულად გამოიხატება და ხშირად საქმე ინფარქტამდეც მიდის.

ჯოანას ალერგია, სისხლისმიერი ნათესავების გარდა (მშობლები და და-ძმები), ყველა ადამიანზე აქვს, ამიტომ იძულებულია, სრულ იზოლაციაში იყოს.
ჯოანას ქმარმა სახლის პირველი სართულის ჰერმეტიზაცია მოახდინა, სადაც მისი ცოლი უკვე ორი წელია, მარტო ცხოვრობს.

იშვიათი დაავადების გამო, ჯოანას კვების რაციონი და პროდუქტები შეზღუდულია. სკოტი მეუღლისთვის კერძებს მხოლოდ ძროხის ხორცის, ნიახურის, სტაფილოს, კიტრისა და მაკარონისგან ამზადებს.
ეს მწირი რაციონიც კი ჯოანასთვის
ალერგიული რეაქციის გამომწვევია, მაგრამ ახალგაზრდა ქალი პრობლემას ჯერჯერობით უმკლავდება...




წელიწად-ნახევრის განმავლობაში მათ ერთმანეთისთვის ერთხელაც არ უკოცნიათ და ერთ ოთახში 15 წუთზე დიდხანს არ ყოფილან. სკოტს ისღა დარჩენია, რომ საყვარელ მეუღლეს ტელეფონით ესაუბროს.
ხშირად სხვადასხვა ოთახებიდან ტელევიზორში ერთსა და იმავე გადაცემას უყურებენ, რათა ერთად ყოფნის იმიტაცია შექმნან. ოთხ კედელში გამუდმებული ყოფნისგან ჯოანამ წონაში საგრძნობლად მოიმატა, თუმცა ცდილობს, ოპტიმიზმი შეინარჩუნოს.

„მე სახლის მეორე სართულზე ვცხოვრობ და ჯოანას ხანდახან ფანჯრიდან ვხედავ. ძნელია, საყვარელ ადამიანს ასეთ მდგომარეობაში უყურებდე, მაგრამ ის ყველაზე ძლიერი ქალია, ვისაც კი ვიცნობ. ჯოანა ოპტიმიზმით სავსეა და წვრილმანებიც კი ახარებს. დიახ, ეს რთულია, მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ“, - ამბობს სკოტი.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები