რატომ მიიჩნეოდა ქსოვა კაცების საქმედ მე-18 საუკუნემდე და როგორ მოიპოვეს ქალებმა ეს უფლება?
რატომ მიიჩნეოდა ქსოვა კაცების საქმედ მე-18 საუკუნემდე და როგორ მოიპოვეს ქალებმა ეს უფლება?
მკვლევარები ერთხმად აღიარებენ, რომ ქსოვა მამაკაცების მოგონილია, ხოლო უძველეს დროში ქსოვის ოსტატებად არაბები იყვნენ აღიარებულნი. ამ ვერსიის თანახმად, ქსოვის რთული ტექნიკა 2000 წლის წინათ არაბებმა ძვლის ჩხირების დახმარებით შეიმუშავეს.

მკვლევარების აზრით, ევროპაში ქსოვის ტექნიკა ეგვიპტელმა ქრისტიანებმა გაავრცელეს. ჩვენი წელთაღრიცხვის III საუკუნის ისტორიულ წყაროებში ნახსენებია ძვლისგან დამზადებული საქსოვი ჩხირები. სწორედ ამ დროიდან ხდება ქსოვა და ქარგვა მსოფლიოში პოპულარული საქმიანობა, ქსოვის ტექნიკა იხვეწება და ჩნდება აბრეშუმით ქსოვის რთული, ორნამენტული ტექნიკა.

...XII საუკუნეში ქსოვის მანიამ ესპანეთსა და იტალიამდე მიაღწია.
XIII საუკუნის საფრანგეთში კი ეს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი საქმიანობა გახდა.
მამაკაცი მქსოველებისგან შემდგარმა არტელებმა წინდებისა და ქუდების ქსოვა დაიწყეს, ხოლო შოტლანდიაში ტრადიციული ნაქსოვი ბერეტები გამოჩნდა.
იმ დროისთვის ნაქსოვი ნივთები იშვიათობა იყო და მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრებსა და მათთან დაახლოებულ არისტოკრატიას ჰქონდა.


XVI საუკუნეში ქსოვამ მთელი ევროპა მოიცვა. მქსოველი მამაკაცები დიდხანს ცდილობდნენ, ამ შემოსავლიან საქმესთან ქალები არ მიეშვათ.
მაგალითად, 1612 წელს პრაღელმა წინდების მქსოველებმა განაცხადეს, რომ ფულადი სასჯელის შიშიც კი ვერ აიძულებთ არტელში სამუშაოდ ქალის მიღებას, თუმცა,
მამაკაცების მცდელობის მიუხედავად, სარფიანი საქმე ნელ-ნელა ქალების ხელში გადავიდა და ახალ სიმაღლეებს მიაღწია.

მაგალითისთვის ირლანდიური მაქმანის დასახელებაც კმარა, რომელიც მქსოველმა ქალებმა ხელოვნების რანგში აიყვანეს და შედევრად აქციეს.

XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე შეიქმნა პირველი საქსოვი მანქანა. ლეგენდის თანახმად, მისი შემქმნელი მქსოველ ქალზე, მარიაზე შეყვარებული მღვდელი გახლდათ. მღვდლის რჩეული იძულებული იყო, დღე და ღამე თავაუღებლად ექსოვა.
საყვარელი ქალისთვის შრომა რომ შეემსუბუქებინა, უილიამი თავის გამოგონებაზე სამი წელი მუშაობდა.

XVIII საუკუნის ბოლოს საფრანგეთში გამოიგონეს წრიული საქსოვი მანქანა, რომელმაც ხელით ნაქსოვზე მოთხოვნა შეამცირა, რადგან მანქანაზე ნაქსოვი გაცილებით იაფი ღირდა.
ერთხანს ეგონათ, რომ მანქანა ხელით ქსოვას მთლიანად განდევნიდა, თუმცა ხელით ნაქსოვ ნივთებს ფასი არ დაუკარგავს.
პირიქით, საქსოვი მანქანების განვითარების პარალელურად, მეტი მნიშვნელობა და პოპულარობა შეიძინა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები