უმარტივესი ხერხი იმის გასაგებად თუ ვინ უსმენს ჩვენს სმარტფონს
უმარტივესი  ხერხი  იმის  გასაგებად  თუ  ვინ  უსმენს  ჩვენს  სმარტფონს
საქართველოში საკმაოდ აქტუალური გახდა მოსმენების საკითხი. პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევას როგორც ჩანს ქართული სპეცსამსახურების გარდა სხვა სუბიექტებიც ანხორციელებენ. მოვიდა დრო დავიცვათ თავი!

არსებობს სისტემური კოდები, რომლის მეშვეობით ნებისმიერ თქვენთაგანს შეუძლიათ შეამოწმოს საკუთარი სმართფონი.
ამ კოდების მეშვეობით შესაძლებელია გაიგოთ გისმენენ თუ არა, რაიმე ნომერზე ხომ არ ხდება ზარების ან მესიჯების გადამისამართება და ა.შ. მოკლედ დავიწყოთ…
...
30101165-3909655-210474-0-1485521573-1485521579-650-5-1488295420-650-32e9147584-1492084163

აკრიფეთ შემდეგი კოდი *#21# და დააჭირეთ მწვანე ღილაკს.
თუ ხედავთ უცხო ნომერს, ან ნომრებს, ესეიგი გისმენენ და ყველა თქვენი ზარი ავტომატურად გადამისამართდება ამ ნომრებზე.
თუ არანაირ ნომერს არ გიჩვენებთ, ესეიგი ყველაფერი კარგათაა, თქვენით არავინაა დაინტერესებული))

30101215-3909605-210474-0-1485521532-1485521538-650-5-1488295420-650-32e9147584-1492084163

*#62#Ok – ამ კოდის შეყვანისას თქვენ შეძლებთ გაარკვიოთ იგზავნება თუ არა თქვენი სმართფონიდან შემოსული ან გასული მესიჯები სხვა ნომერზე.
როგორც ზევით, ამ კოდის შეყვანისასაც თუ შენიშნავთ უცხო ნომერს, გილოცავთ! თქვენ საინტერესო პიროვნება ხართ

30101265-3910355-210474-0-1485521936-1485521939-650-5-1488295420-650-32e9147584-1492084163

##002# – ეს კოდი დაეხმარება მათ, ვინც აღმოაჩინა უცხო ნომერი საკუთარ სმართფონში.
ამ კოდის შეყვანისას თქვენ თიშავთ ყოველგვარ თვალთვალს. ითიშება მესიჯებისა და ზარების გადაგზავნა სხვა სმართფონებზე. სუსო გაგედო?!)) იშ!

30101315-3910505-210474-0-1485522006-1485522008-650-5-1488295420-650-32e9147584-1492084163

კოდი *#06# დაგეხმარებათ გაიგოთ თქვენი სმართფონის კუთვნილი ნომერი, ანუ IMEI (International Mobile Equipment Identifier) — ეს ციფრები ამოიწერეთ სადმე და შეინახეთ. თუ სმართფონს დაკარგავთ ან მოგპარავენ, ამ კოდით პოლიციელები და თქვენც გარკვეული სერვისების მეშვეობით ადვილად აღმოაჩენთ სმართფონის ადგილსამყოფელს, რა თქმა უნდა ის თუ ჩართული იქნება. საჭირო კოდია. ძვირად ღირებული ტელეფონი გაქვს და გეშინია დაკარგვის? შეინახე ეს კოდი და იგრძენი თავი დაცულად.

არსებობს დამატებითი კოდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია თქვენი ადგილსამყოფელის აღმოჩენა. ასევე ამ კოდის მეშვეობით გაიგებთ ხორციელდება თუ არა თვალთვალი თქვენს სმართფონზე.
ეს ცოტა რთული პროცესია, თუმცა “პარანოიკებისთვის” ამ მეთოდსაც გაგაცნობთ))

კოდი iPhone_ს მომხმარებლისთვის: *3001#12345#*
კოდი Android_ის მომხმარებლისთვის: *#*#4636#*#* ან *#*#197328640#*#*

ამ კოდებით გაიგებთ ყველაფერს თქვენს სმართფონზე მისი დაბადებიდან დღემდე.

ნაბიჯი 1) შედით
UMTS Cell Environment, შემდეგ გადადით UMTS RR info_ში და ამოიწერეთ ყველა კოდი. ეს თქვენს ირგვლივ ბაზირებული ანტენების ნომრებია. რომელიც თქვენთან უფრო ახლოა ის ანხორციელებს სიგნალის მოწოდებას. ადგილსამყოფელის აღმოჩენა სწორედ მისი მეშვეობით ხდება.

ნაბიჯი 2) ვბრუნდებით ძირითად მენიუში, შევდივართ MM info_ში, შემდეგ კი Serving PLMN და ვიწერთ Local Area Code (LAC)_ის ციფრებს.

ნაბოჯო 3) შედიხართ ამ საითზე და შეგყავთ ამოწერილი კოდები. რუქაზე ნახულობთ ანტენების ადგილსამყოფელს. თუ თქვენ ოდესმე გითვალთვალებდნენ ანტენებთან ერთად შორიახლოს დაფიქსირებული უნდა იყოს მოძრავი სათვალთვალო კოშკურა, ანუ მოძრავი სათვალთვალო მოწყობილობა აყენია სატვირთოებზე. ასეთ სისტემებს კონცერტებისა და აღლუმების დროს იყენებენ რომ დაახშონ სიგნალი ან გააკონტროლონ ყველაფერი.

მოკლედ თუ თქვენ თვალთვალის მანია გაქვთ შეამოწმეთ ზემოთ მოცემული ყველა მეთოდი და იმედია ამის მერე მაინც დამშვიდდებით ცოტას
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები