10 შეცდომა მაკიაჟის კეთებისას, რომელიც ქალს ძალიან აბერებს
10  შეცდომა  მაკიაჟის  კეთებისას,  რომელიც  ქალს  ძალიან  აბერებს
უდავოა, მაკიაჟი შესანიშნავი გამოგონებაა. უძველესი დროიდან, ყველა სოციალური წრისა და ასაკის ქალი ცდილობს, გამოკვეთოს საკუთარი სილამაზე. მაკიაჟი არა მხოლოდ საოცრებას ქმნის ჩვენს სახეზე, არამედ გუნება-განწყობასაც გვიმაღლებს.
ჩვენს დროში მაკიაჟი – მთელ მეცნიერებად თუ ხელოვნად იქცა. თითოეული ქალისთვის ხომ არა მხოლოდ ესთეტიკურობაა მნიშვნელოვანი, არამედ კოსმეტიკის ხარისხი და მისი შემადგენლობა.
თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საუკეთესო კოსმეტიკა გაქვთ ჩანთაში, ხშირად ბანალურ შეცდომებს უშვებთ მაკიაჟის კეთებისას, რომლებიც არღვევს იერსახის ჰარმონიულობას და გაბერებთ კიდეც.

...გთავაზობთ 10 რჩევას, რომელიც დაგეხმარებათ, არ  დაუშვათ კაზუსები მაკიაჟში:

1. ტონალური კრემის სქელი ფენა
"მძიმე" მაკიაჟი მაშინვე შეგმატებთ რამდენიმე ზედმეტ წელს. უპირატესობა მიანიჭეთ მსუბუქი ფორმულის ტონალურ კრემს, რომლის შემადგენლობაშიც შედის მეტი დამატენიანებელი კრემი და მინერალური მიკროპიგმენტები. ტონალურის წასმის შემდეგ ფუნჯით შეიმშრალეთ ის ადგილები, სადაც ნაოჭები გაქვთ, რათა ზედმეტი კრემი მოგშორდეთ. დაიმახსოვრეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მეტი არ ნიშნავს უკეთესს.

2. ძალიან ღია ფერის ტონალური კრემი
თუ ტონალური კრემი თქვენი კანის ფერზე შესამჩნევად ღიაა, ის აუცილებლად გამოკვეთს ნაოჭებს თქვენს სახეზე. თუნდაც სპილოსძვლისფერი კანი გქონდეთ, აჯობებს, გამოიყენოთ ერთი ან ორი ტონით მუქი ტონალური. ამასთან, სასურველია, რომ კოსმეტიკური საშუალების შემადგენლობაში შედიოდეს სინათლისამრეკლავი ნაწილაკები.

3. კორექტორი
თვალის ირგვლივ სიშავეები – ბევრი ქალის პრობლემაა. გარდა იმისა, რომ ჩაშავებული თვალები დაღლილ იერს გაძლევთ, ის აბერებს კიდეც. იმისათვის, რომ მოვიშოროთ თვალის ირგვლივ სიშავეები, მნიშვნელოვანია შევარჩიოთ შესაფერისი კორექტორი.

4. ძალიან ბევრი პუდრა
რაც უფრო ასაკშია ქალბატონი, მით რაციონალურად უნდა გამოიყენოს პუდრა. ამ კოსმეტიკის ზედმეტი ფენა ნაოჭებს აშკარას ხდის, ხოლო სახეს "მტვრიანი ნიღბის" იერს აძლევს. 40 წლის ზევით რეკომენდებულია პუდრის მხოლოდ T-ზონაზე წასმა, რათა არაესთეტიკური სიპრიალე მოიშოროთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, სწორად მოამზადოთ სახე მაკიაჟისთვის და აუცილებლად უნდა მოუაროთ კანს ყოველდღიურად, რათა შეინარჩუნოთ კანის სიმკვრივე და სისუფთავე.

5. "რუმიანა" ღაწვებზე
ასევე მნიშვნელოვანია, სწორად წაისვათ ღაწვის ჩრდილი (ე.წ. რუმიანა). თუკი "რუმიანას" მხოლოდ ლოყების "ვაშლებზე" წაისვამთ, ის სახეს ჩამოწეულსა და მოშვებულს გამოაჩენს. ბევრად ლამაზი იქნება სახე, თუკი "რუმიანას" ღაწვის ზედა მხარეს წაისვამთ, ოღონდ ცხვირთად ძალიან ახლოს არა. უპირატესობა ბუნებრივ ფერთა გამას მიანიჭეთ.

6. ტუში ქვედა წამწამებზე
დატუშული ქვედა წამწამები თვალის ირგვლივ ნაოჭებს გამოაჩენს. საუკეთესო ვარიანტია ზედა წამწამებზე მუქი შავი ტუშის წასმა, რაც თვალის გუგებს მკვეთრად თეთრს გამოაჩენს და ვიზუალურად გაადიდებს თვალებს. მოცულობის მიმცემ ტუშს კი, უკეთესია, თუ არ გამოიყენებთ.

7. ფანქარი ქვედა ქუთუთოზე
იშვიათად რომ ვინმეს უხდებოდეს მაკიაჟის ეს ტრიუკი. ასე შეღებილი თვალი ხომ ვიზუალურად აწვრილებს თვალს და შესამჩნევს ხდის თვალის ირგვლივ სიშავეებს. იპტიმალური ვარიანტი იქნება – აქცენტი ზედა ქუთუთოზე. ამასთან, ხაზი უნდა სქელდებოდეს თვალის გარეთა კუთხისკენ.

8. მბზინავი ჩრდილები თვალის გარეთა კუთხეში
მაკიაჟში შეტანილი ცოტაოდენი სიბზინვარე – შესანიშნავი გადაწყვეტილებაა, განსაკუთრებით, რომანტიკული პაემნებისთვის და წვეულებებისთვის. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თვალის გარეთა კუთხეში მბზინავმა ჩრდილებმა შესაძლოა აშკარა გახადოს ყოველი ნაოჭი. ამიტომაც წაისვით ის თვალის შიდა კუთხისკენ, ქუთუთოს ცენტრში და წარბის ქვეშ. თქვენ არაჩვეულებრივი იქნებით!

9. "გადღაბნილი" პომადა
თუკი ტუჩის ბუნებრივი
კონტური ასაკთან ერთად გაფერმკრთალდა, ტუჩის შეღებვისას შესაძლოა გადღაბნილი პომადის ეფექტი მიიღოთ. ამიტომაც თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში აუცილებლად უნდა გაჩნდეს ტუჩის კონტური, რომელიც მკვეთრად განსხვავებული არ იქნება ტუჩის ფერისგან. მისი მეშვეობით თქვენ ყოველთვის უნაკლოდ გესმევათ პომადა.

10. მკვეთრი ფერის პომადა
მკვეთრი და მუქი ფერები, "ლითონისფერი" – არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება თქვენი ასაკისთვის. ეს ფერები ტუჩს ბევრად თხელს გამოგიჩენთ. რა თქმა უნდა, ეს შენიშვნა არ ეხება ყველა ქალს, მაგრამ ტენდენცია არსებითია. თუკი თქვენ ისედაც თხელი ტუჩები გაქვთ, უმჯობესია, პომადის ნეიტრალური და ბუნებრივი ფერები შეარჩიოთ. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩის მბზინავი საცხი, რათა ვიზუალურად გაიდიდოთ ტუჩები.

რა თქმა უნდა, ეს რჩევები არ გახლავთ პოსტულატი, მაგრამ მათში ერთმნიშვნელოვნად არის ჭეშმარიტება. დახვეწილი მაკიაჟი ხომ ყველა ქალს მატებს ქალურობას და მომაჯადოებელ იერს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები