ამ ადამიანების სხეული ოქროზე ძვირი ღირს, ამიტომაც მათზე მუდმივად ''ნადირობაა'' გამოცხადებული (7 ფოტო)
ამ  ადამიანების  სხეული  ოქროზე  ძვირი  ღირს,  ამიტომაც  მათზე  მუდმივად  ''ნადირობაა''  გამოცხადებული  (7  ფოტო)
Baraka Cosmas Lusambo 5 წლის ალბინოსი ბიჭია, ის დასავლეთ ტანზანიაში ცხოვრობდა, როდესაც საშინელი ამბავი შეემთხვა: მის სახლში შეიჭრა კაცი, რომელმაც დედამისი ძლიერი დარტყმით გათიშა, შემდეგ კი ბიჭუნას დანით ხელი მოაჭრა.



...ეს შემთხვევა გამონაკლისი არ არის. ტანზანიაში სჯერათ, რომ ალბინოსებს განსაკუთრებული ძალა აქვთ, ალბინოსის სხეულის ნაწილებს კი იღბალი და სიმდიდრე მოქვს. მათი სხეულის ნაწილები ათასობით დოლარად იყიდება შავ ბაზარზე. მყიდველებს ის წამლის დასამზადებლად სჭირდებათ.



გასულ წელს ალბინოს ადამიანებზე თავდასხმის შემცირების მიზნით მთავრობამ კანონგარეშედ გამოაცხადებდა ქვეყანაში "გრძნეული ექიმების" არსებობა. ამავე წელს სულ
ცოტა 8 მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ტანზანიაში.



ნიუ-იორკელმა Elissa Montanti-მა 1997 წელს დააარსა ფონდი - The Global Medical Relief Fund. ფონდის მიზანია, დაეხმაროს ბავშვებს რომლებიც პრობლემურ ზონებში ცხოვრობენ. ბარაკას ამბის შეტყობის შემდეგ ელისი დაუკავშირდა კანადურ გაერთიანებას - Under the Same Sun-ს, რომელიც ტანზანიაში ალბინოს ადამიანების პრობლემებზე მუშაობს.



ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა, რომ ამჟამად ცნობილი ხუთივე დაზარალებული ბავშვი ნიუ-იორკში ჩაიყვანეს, სადაც მათ კიდურის პროტეზს გაუკეთებენ. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე თვეს დაჰყოფენ ამერიკაში და ტანზანიაში Under the Same Sun-ის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხო სახლებში დაბრუნდებიან. ელისის ფონდი კი მათ ამერიკაში დააბრუნებს, როდესაც გაიზრდებიან და ძველი პროტეზის ახლით გამოცვლა დასჭირდებათ.



ელისმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბავშვებს ზაფხული ამერიკელი ბავშვებივით გაეტარებინათ: ევლოთ საცურაოდ და ბარბექიუებზე. მისი თქმით, ამ ხუთ ბავშვს ისე უყურებს, თითქოს მისი აყვანილი შვილები იყვნენ.



ტანზანიაში 15 000 ადამიანს აქვს ალბინიზმი. ალბინოსებს არ აქვთ კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაცია. დაავადება თანდაყოლილია და მას პიგმენტ მელანინის სინთეზისათვის საჭირო ფერმენტ – თიროზინაზას არარსებობა ან ბლოკირება იწვევს.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები