რატომ არიან პანდები შავ-თეთრი
რატომ არიან პანდები შავ-თეთრი
ცხოველების უმრავლესობას განსაკუთრებული შეფერილობა აქვს, რომელიც შენიღბვასა და გარემოსთან შერწყმაში ეხმარება.

ბიოლოგებმა პანდების შეფერილობის შესწავლაც გადაწყვიტეს, კერძოდ, გამოიკვლიეს, რატომ აქვს შავ-თეთრი შეფერილობა ცენტრალური ჩინეთის მთიან რეგიონებში მაცხოვრებელ დიდ პანდებს.

...ამისთვის, მათ ყველა არსებული ჰიპოთეზა განიხილეს, მაგალითაც, ეს ფერები ეხმარება კომუნიკაციაში, თავის დასააცავდ, სითბოს შენარჩუნებაში და ა.შ.

ამ ჰიპოთეზების შესამოწმებლად მეცნიერებმა გიგანტური პანდას სხეულზე არსებული ბეწვის სხვადასხვა რეგიონები 195 სხვა ხორცის მჭამელისა და დათვის 39 ქვესახეობის მუქ და ღია შეფერილობებს შეადარეს. გაანალიზეს, თითოეული სახეობის სხეულზე არსებული ბეწვისა და გარემოს კორელაცია, მათი ცხოვრების წესის მიხედვით.

კვლევის თანახმად, მეცნიერბმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი ბეწვის ფერსა და ტემპერატურის შენარჩუნებას შორის. ასევე არ არსებობდა მტკიცებულბა, რომ თვალების ირგვლივ არსებული შავი ლაქა თოვლისგან არეკლილი სინათლისგან იცავდა.
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, პანდას შავ-თეთრ შეფერილობას ორი ფუნქცია აქვს: კამუფლაჟი და კომუნიკაცია.

მოკლედ, თეთრი შეფერილობა მას თოვლიან ადგილებში გადარჩენაში ეხმარება. ის ადვილად იმალება თოვლში და მტაცებელ ცხოველისგანაც იცავს თავს. მხრებისა და ფეხების სიშავე კი მას ჩრდილში, ტყეში დასამალად ეხმარება.

მეცნიერებმა პანდას დრუნჩის მუქი შეფერილობა სოციალური ქცევით უფრო ახსნეს,
ვიდრე გარემოსთან ადაპტაციით. კვლევის თანახმად, სახეზე მსგავსი კონტრასტი სახიფათო სჩნას უფროა, ვიდრე თავდაცვითი და ამიტომ შესაძლოა, მტაცებლების დაფრთხობაში ეხმარება. ხოლო მუქი თვალების ირგვლივ მუქი ფერი მათ კომუნიკაციაში, ერთმანეთის ამოცნობაში ეხმარება.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პანდების შეფერილობა - ეს კომპრომისია, რომელიც სხვადასხვა ევოლუციური პროცესების გამო წარმოიშვა. ერთი მხრივ, პანდას შორ მანძილზე უწევს გადაადგილება - ტროპიკული ტყეებიდან დაწყებული თოვლიანი მთებით დამთავრებული. ეს შეფერილობა კი ეხმარება როგორც ტყეში, ასევე თოვლშიც. მეორე მხრივ კი, ისინი ხომ მხოლოდ ზოოპარკებში არ ცხოვრობენ. ველურ სამყაროში ისინი ჯგუფებში ცხოვრობენ და სახეზე, კერძოდ დრუნჩზე არსებულ შავ შეფერილობას, რომელიც ყველას განსახვევებული აქვს, ერთმანეთის ამოსაცნობად იყენებენ. იხილეთ ფოტოსურათები


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები