მელოტი ჯოკონდა - რატომ გამოჩნდა ის ამ სახით პლაკატებსა და ბილბორდებზე?
მელოტი ჯოკონდა - რატომ გამოჩნდა ის ამ სახით პლაკატებსა და ბილბორდებზე?
იტალიური ფონდის Foundation Art წარმომადგენლებმა საქველმოქმედო აქციის სიმბოლოდ ლეონარდო და ვინჩის ცნობილი პორტრეტის სახე გამოიყენეს, თუმცა ამისთვის ჯოკონდას თმა სრულიად მოაშორეს...

El Mundo-ს ინფორმაციით, პროექტის მიზანია კიბოთი დაავადებულთა მხარდაჭერა. ავტორებს იმის თქმა სურდათ, რომ ადამიანის სილამაზე გაცილებით ფართო ცნებაა და მას გარეგნული ცვლილება დიდად ვერაფერს დააკლებს.

...პროექტის ავტორებმა გადაწყვიტეს, ლეონარდო და ვინჩის შედევრი გამოიყენონ, რათა საზოგადოების ყურადღება ონკოლოგიურად დაავადებული ადამიანებისკენ მიაპყრონ. დაავადებულ ადამიანებს კი სიცოცხლით ტკბობის სურვილი შეუნარჩუნონ.

Foundation Art მიერ წარმოებული კამპანიის დევიზი საკმაოდ ორიგინალურად ჟღერს: „სიმსივნემ თქვენი ცხოვრება შეცვალა და არა - მისი ღირებულება“.
პროექტის ორგანიზატორები ონკოპაციენტებს სამედიცინო დახმარებას სრულიად უფასოდ უწევენ, მათ შორის, სახლშიც. ფონდის მიზანია, რომ პლაკატებსა და ბილბორდებზე გამოსახულმა მონა ლიზამ მთელი ქვეყანა მოიცვას.



FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები