მოულოდნელი ფოტო, რომელიც ავტორს შვილის სწავლის საფასურის დაფარვაში დაეხმარება (2 ფოტო)
მოულოდნელი ფოტო, რომელიც ავტორს შვილის სწავლის საფასურის დაფარვაში დაეხმარება  (2  ფოტო)
სამეფო ოჯახის ეს ფოტო, უამრავ გამოცემაში დაიბეჭდა და ის თამამად შეიძლება ითქვას, რომ შობის დღის ყველაზე ტირაჟირებული ფოტო აღმოჩნდა.

ფოტოს ავტორი, რომლის ადგილას ყოფნას ნებისმიერი პროფესიონალი ფოტოგრაფი ინატრებდა, ნორფოლკის საგრაფოში მცხოვრები 39 წლის კარენ ანვილია. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული ფოტოსგან მიღებული ჰონორარი შვილის სწავლის საფასურს დაუფარავს.

...კარენმა ჟურნალისტებს უამბო, რომ 17 წლის შვილმა სთხოვა შობას იმ ტაძარში მისულიყვნენ, სადაც სამეფო ოჯახი წირვას დაესწრებოდა.

კარენმა შვილს სურვილი აუსრულა, წირვის დროს დედა-შვილი სამეფო ოჯახის წევრებთან ახლოს აღმოჩნდნენ.

თავდაპირველად მან ფოტო “თვითერზე” ატვირთა. ფოტომ,
ძალიან მალე, 4 000 მოწონება დაიმსახურა. შემდეგ, კი უამრავი გამომცემლობა დაუკავშირდა ფოტოს გამოქვეყნების თხოვნით.




“თავიდან ვამბობდი, რა თქმა უნდა აიღეთ, ასეთ რაღაცეებში ვერ ვერკვევი, თუმცა სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ამისხნეს, რომ ფოტოზე საავტორო უფლება მაქვს და ამაში უნდა გადამიხადონ”, განაცხადა კარენმა.

“არ მიყვარს წუწუნი – მარტოხელა დედა ვარ და ა.შ. მაგრამ ეს მართლაც ასეა. ორ ადგილას ვმუშაობ და ვამაყობ ამით. და თუ ამ ფოტოში თანხა მეკუთვნის, მას შვილის სწავლაში გამოვიყენებ”, აცხადებს კარენ ანვილი.

ბევრი ეკითხება მას, როგორ მოახერხა რომ კემბრიჯის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ ფოტოაპარატისკენ მოიხედეს:

“მე მხიარული ადამიანი ვარ. შვილთან ერთად ვიყავი, ემოციებით სავსე და უცებ მათ ხმამაღლა დავუძახე “შობას გილოცავთ”. ასე იქცევიან გოგონა-ფანატები, ალბათ. სამაგიეროდ მათ ჩემსკენ მოიხედეს”, განაცხადა ფოტოს ავტორმა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები