ფერმერი ირწმუნება, რომ ძროხამ ხბოსთან ერთად კუც გააჩინა
ფერმერი ირწმუნება, რომ ძროხამ ხბოსთან ერთად კუც გააჩინა
პატრონი თავად ესწრებოდა ძროხის მშობიარობას, თუმცა, უმეტესობა მის მონაყოლს ვერ იჯერებს.

ინდონეზიის პროვინცია გორონტალოში ნამდვილი სასწაული მოხდა. ფერმერი რიმინ ნგადუ თავისი ძროხის მიმართ მზრუნველობით ყოველთვის გამოირჩეოდა, ხოლო როცა ცხოველს მაკეობის პერიოდი ჰქონდა, მამაკაცი მას თითქმის გვერდიდან არ შორდებოდა.

...ხბოს დაბადებას ფერმერი უფრო ელოდებოდა ვიდრე თავად ძროხა. რა თქმა უნდა, იგი მშობიარობასაც დაესწრო. როდესაც პატარა ცხოველი სამყაროს მოევლინა, მამაკაცმა მის მუცელზე უჩვეულო რამ შენიშნა.

"ხბოს დაბადება ძალიან გამიხარდა. ის ქვეყანას ჯანმრთელი მოევლინა, თუმცა, როცა მის მუცელს შევხედე, რაღაც უცნაური შევამჩნიე. თავიდან შემეშინდა, მაგრამ მიახლოებისას, ახალშობილი ხბოს
სხეულზე პატარა კუ ვიპოვე", - ამბობს რიმინი.

გამოცემა "Daily Star"-ის სტატიიდან ირკვევა, რომ ფერმერის ნაამბობი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა არ დაიჯერეს. მიუხედავად ამისა, რიმინის ფერმას არაერთი ადამიანი სტუმრობს, რათა "ბუნების საოცრება" იხილოს. სტუმრებს შორის აღმოჩნდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც, რომლებმაც ხბოს დაბადებას კუსთან ერთად ღმერთის საჩუქარი უწოდეს.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები