რას აზიანებს ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში ჯდომა?!
რას აზიანებს ფეხი ფეხზე გადადებულ პოზაში ჯდომა?!
შეიძლება, ამ სტატიის კითხვის დროსაც ფეხი ფეხზე გადადებული ზიხართ. ამას უმეტესობა ავტომატურად ვაკეთებთ და წარმოდგენაც არ გვაქვს იმაზე, რომ შეიძლება, საკუთარ ჯანმრთელობას რამე პრობლემა შევუქმნათ...

ამ პოზაში საათობით ჯდომამ შეიძლება, მცირე პორონეალური ნერვის დამბლა გამოიწვიოს. ასეთი შედეგი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღება,
თუ ფეხგადადებულ პოზაში მეტისმეტად ხანგრძლივად გაჩერდებით.

...
2010 წელს სხვადასხვა კვლევით დაადგინეს, რომ დიდხანს ასეთ პოზაში ჯდომით სხეულში სისხლის წნევა იზრდება. მაშინაც კი, თუ სისხლის წნევასთან არავითარი პრობლემა არ გაგაჩნიათ, ეს დროთა განმავლობაში სისხლის ცირკულაციის პრობლემებს გამოიწვევს. სწორედ ამიტომ, წნევის გაზომვისას სასურველია, სწორად დაჯდეთ და ფეხი ფეხზე არ გადაიდოთ, ვინაიდან შედეგი განსხვავებული იქნება.


გადაჯვარედინებულმა ფეხებმა შეიძლება, კუნთების არაპროპორციული დაძაბვა გამოიწვიოს. ეს ზრდის დისკომფორტის შეგრძნებას, იზრდება წელის ტკივილი. შესაძლებელია, მომავალში სერიოზული დაზიანებები განვითარდეს.


ამ პოზას მენჯის დისბალანსის გამოწვევაც შეუძლია. ხანგრძლივად ამ პოზაში ჯდომის შედეგად ბარძაყის შიდა კუნთები და გარე ბარძაყის დიდი კუნთი იკვეთება, რაც სახსრებს ზიანს აყენებს. შესაძლებელია, მათ დეფორმაცია განიცადონ.


ეს მავნე ჩვევა ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზულ დაავადებასაც ავითარებს. ასეთ პოზაში სისხლი არათანაბრად მიედინება არასწორი მიმართულებით. შესაბამისად, სისხლძარღვებსაც არათანაბარი დატვირთვა აქვს.


კვლევებმა აჩვენა, რომ ფეხის ფეხზე გადადება დღეში 3 საათზე მეტხანს არ შეიძლება.


FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები