ვინ იყო ვალენტინი და რატომ არის მაინცდამაინც 14 ტებერვალი სიყვარულის დღე?!
ვინ  იყო  ვალენტინი  და  რატომ  არის  მაინცდამაინც  14  ტებერვალი  სიყვარულის  დღე?!
უკვე რამდენიმე წელია, რაც სხვა ქვეყნებთან ერთად 14 თებერვალს საქართველოშიც სიყვარულის დღეს - ვალენტინობას ვზეიმობთ. ვინ იყო ვალენტინი და რატომ იქცა ეს დღე სიყვარულის დღედ?

ვალენტინი რომაელი მღვდელი იყო, 269 წელს, კლავდიუს II-ის მეფობის დროს აწამეს. კლავდიუს II-მ რომის იმპერიაში ახალგაზრდების დაქორწინება აკრძალა, რადგან თვლიდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი კაცი. მღვდელი ვალენტინი კი მის ბრძანებას არ დაემორჩილა და შეყვარებულ წყვილებს მალულად წერდა ჯვარს. მისი ეს საქციელი
დიდხანს არ დარჩენილა შეუმჩნეველი. ვალენტინი შეიპყრეს, ციხეში ჩასვეს, სასტიკად აწამეს, ბოლოს კი სიკვდილით დასაჯეს და წამების შემდეგ თავი მოკვეთეს.

...არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვით, ციხეში ყოფნისას ვალენტინს ციხის ზედამხედველის ბრმა ქალიშვილი, ჯულია შეუყვარდა და სასიყვარულო ბარათი მისწერა. ბარათი ასე მთავრდებოდა: "შენი ვალენტინი". სწრედ აქედან წარმოდგა დასავლური ტრადიცია, რომლის მიხედვით 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს უგზავნიან წარწერით „იყავი ჩემი ვალენტინი“ ან - „იქნები ჩემი ვალენტინი?“ და აშ.

როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, ძველი რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული. ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და მისგან მათრახებს აკეთებდნენ. შემდეგ ახალგაზრდა შიშველი მამაკაცები იღებდნენ ამ მათრახებს და ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქში. ქალები კი ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ.  განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები