"რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია" - ვინ არის მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ჯორჯი
"რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია" - ვინ არის მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ჯორჯი
მუსლიმ ალ შიშანი 2014 წელს აშშ-მა ტერორისტთა სიაში შეიყვანა, მოგვიანებით ის გაეროს ტერორისტთა სიაშიც აღმოჩნდა

"მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენ აქ (სირიაში. - ავტ.) მოვხვდით, მოციქულის ჰადისია შამზე (სირია), შემდეგ კი სირიელ ხალხს თავსდატეხილი განუკითხაობა. ეს ჩვენთვის უცხო არ არის, ჩვენ ამას წლების განმავლობაში განვიცდიდით - ჩვენ ვართ ის ერი, რომელსაც ყველაზე კარგად ესმის სირიელი ხალხისა. ამით ერთმანეთს ვგავართ კიდეც. და, როგორც ჰადისშია ნათქვამი, ჩვენ შევხვდით იმ ხალხს, ვისთვისაც ბრძოლას და სიკვდილს არ დავიშურებთ"."
მუსლიმ ალ შიშანის (მურად მარგოშვილი) ინტერვიუდან  ("ალ ჯაზირა") 2017 წ.
...
"ქურთისტანის მუშათა პარტია და ქურთისტანის დემოკრატიული კავშირი (სირიელი ქურთების პოლიტიკური გაერთიანება. - ავტ.) ჩვენი მტრებია, ისინი კომუნისტები და ღმერთმოძულეები არიან, ეროვნულ სიმბოლიკას იყენებენ, რათა ყველგან ბოროტება და უღმერთობა დათესონ, მათ უნდათ, ქურთ ხალხს ისლამური იდენტობა წაართვან".
აბდულა მუჰაისინი, ისლამის სწავლული, საუდის არაბეთი

ყოფნა - არყოფნა...
"ჩვენ მოვუწოდებთ სირიის ხელისუფლებას, შეასრულოს თავისი სუვერენული ვალდებულებები აფრინის წინაშე და დაიცვას სირია-თურქეთის საზღვრის მონაკვეთი თურქი ოკუპანტების თავდასხმისგან. ასევე ჩააყენოს შეიარაღებული ძალები აფრინში საზღვრის დასაცავად". აფრინის დემოკრატიულმა
კავშირმა ეს განცხადება თურქეთის სამხედრო ოპერაცია" "ზეთისხილის რტოს" მეექვსე  დღეს გააკეთა, რამაც მსოფლიო გააკვირვა - ქურთები, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმთან მებრძოლ ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ, ახლა სირიის პრეზიდენტს სთხოვდნენ დახმარებას; თუმცა მსოფლიო პრესის ყურადღება სულ სხვა რამემ მიიპყრო: თურქული მედიის ცნობით, "ზეთისხილის რტოს" ოპერაციაში თურქული საჯარისო ნაწილების მხარდასაჭერად სირიაში ცნობილი ჩეჩნური სამხედრო დაჯგუფება" "ჯუნდ ალ შამი" "("სირიის ლომები") ჩაერთო, რომლის უცვლელი ლიდერი 4 წელია, პანკისელი მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი-მუსლიმ ჯორჯია.

სირიაში "ალ-ქაიდას" დროშით მებრძოლი გავლენიანი საველე მეთაურის თურქული ჯარის პოზიციებზე გამოჩენა ბევრ გავლენიან ექსპერტს დაუჯერებელი ეგონა. ფიქრობდნენ, რომ "სირიელი ლომების" ლიდერი, რომელიც აშშ-ის და გაეროს ანტიტერორისტულ" ტოპსიაში საპატიო ადგილზეა, ხოლო რუსეთს მისი დაკავება ლამის ღირსების საქმედ მიაჩნია, შესაძლოა, ახლო მომავალში თურქეთსა და ახლანდელ მოკავშირე რუსეთს შორის საჯილდაო ქვა გამხდარიყო.

ვცადეთ, გადაგვემოწმებინა გავრცელებული ინფორმაცია, თუმცა მარგოშვილის პანკისელი ნათესავები დაწვრილებით ვერაფერს ამბობენ (მათ დიდი ხანია არ დაჰკავშირებია); ასევე ვცადეთ, გაგვერკვია, სად იმყოფება ახლა მურად მარგოშვილის თანამებრძოლი ზურა ალხანაშვილი, რომელსაც მუსლიმ ალ შიშანი გვერდიდან არ იშორებს. მასზეც არაფერი იციან პანკისში..   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები