"გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ" - რა მეცნიერულ მეთოდს მიაგნო სიმსივნის დასამარცხებლად აშშ-ში მოღვაწე სოხუმელმა ცოლ-ქმარმა?
"გვინდა ჩვენი მიღწევებით საქართველოს გამოვადგეთ" - რა მეცნიერულ მეთოდს მიაგნო სიმსივნის დასამარცხებლად აშშ-ში მოღვაწე სოხუმელმა ცოლ-ქმარმა?
"ვთხოვე საქართველოს ხელისუფლებას, ვიდრე ამ ტექნოლოგიას ამერიკა წაიღებს, იქნებ დანერგოთ კანონი, რაც ექსპერიმენტების დაფინანსებისა და ადამიანებზე - მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებზე მისი ჩატარების საშუალებას მოგვცემს-მეთქი"

ვიდრე სამეცნიერო ცხოვრების გზას აირჩევდნენ და ამერიკაში დასახლდებოდნენ, მათი ერთობლივი ცხოვრება და დიდი სიყვარული სოხუმიდან დაიწყო - ქალაქიდან, რომელიც სასტიკმა ომმა ძალიან ბევრისთვის მიუწვდომელ ნატვრად აქცია.
იმ ომს სხვა ომი მოჰყვა - დევნილობაში ცხოვრება და თვითგადარჩენისთვის ბრძოლა თბილისში... მერე ემიგრაცია და ბოლოს დიდი მიღწევები, წარმატებები და აღიარება... სამშობლოსგან შორს, ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთში, ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ ჰანოვერში.
ამერიკიდან დარტმოუთის კოლეჯის ფიზიკის დეპარტამენტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი ირმა შამათავა-შუბითიძე ოჯახსა და ცხოვრებაზე გვიამბობს:
...
- ჩემი სოხუმური ცხოვრება სოხუმის მე-11 ქართული საშუალო სკოლის მეორე კლასიდან იწყება. მანამდე სოფელ ბაბუშერაში, ბებიის სახლში ვცხოვრობდით. ჩვენს სკოლაში გაძლიერებულად ისწავლებოდა ფიზიკა-მათემატიკა და საუკეთესო დირექტორი და პედაგოგები გვყავდნენ. დღეს, სამწუხაროდ, აღარც ის სკოლა არის სოხუმში და აღარც ქართველები ვართ იქ... ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი და არ მომკლებია თეატრალური წრე, სიმღერა, გუნდი, ცეკვა. კარგად მახსოვს, მგონი, მესამე კლასში ვსწავლობდი, ჩვენი 50-ბავშვიანი გუნდი თბილისში, ოლიმპიადაზე რომ წაგვიყვანეს და ოქროს მედალი მივიღეთ. ოღონდ ოქროს მედლები მხოლოდ აფხაზებს დაურიგეს, ჩვენ კი მხოლოდ სერთიფიკატები გადმოგვცეს... სამწუხაროდ, თავიდანვე და მერეც, ომის პერიოდში, ბევრი შეცდომა დაუშვა ჩვენმა სახელმწიფომ აფხაზეთში. 21 წლის ვიყავი ომის დროს, ხოლო, არეულობა რომ დაიწყო, პირველ კურსზე ვსწავლობდი.   განაგრძეთ  კითხვა
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები