ქვეყნები, სადაც ფულის სანაცვლოდ თავისუფლად შეგიძლიათ მოქალაქეობა იყიდოთ!
ქვეყნები,  სადაც  ფულის  სანაცვლოდ  თავისუფლად  შეგიძლიათ  მოქალაქეობა  იყიდოთ!
სამშობლოს ყიდვა შეუძლებელია, თუმცა მოქალაქეობას ზოგიერთ ქვეყანაში ყიდიან, თან არც ისე იაფად

ინვესტორების მოზიდვისა და ბიუჯეტის შევსების მიზნით ზოგიერთი ქვეყანა თავისებურ ზომას მიმართავს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – მოქალაქეობის გაყიდვაა. ბუნებრივია, რომ ეს ეკონომიკაში ინვესტირების სანაცვლოდ, მოქალაქეობის მიღების პროცედურის გამარტივების ლეგიტიმურ ოპერაციას წარმოადგენს და არა პირადობის დამადასტურებელი საბუთების პირდაპირ გაყიდვას. ეს ტენდენცია კი, ბოლო წლებში საკმაოდ მზარდია, რასაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი, იმ ფაქტით ხსნის, რომ მიმდინარე გეოპოლიტიკური კლიმატის ცვლილების პროცესებში ადამიანები უსაფრთხო პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავშესაფარს ეძებენ.

...
რა ღირს მოქალაქეობის ყიდვა სხვადასხვა ქვეყნებში?
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მოქალაქეობის შეძენა სულ 250 ათას დოლარად არის შესაძლებელი ანტიგუა და ბარბუდაში, გრენადაში და ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში.

კვიპროსის მოქალაქეობის მიღება კი 2,5 მილიონი ევრო ღირს.

საკმაოდ იაფად ყიდის მოქალაქეობას კარიბის პატარა კუნძული – დომინიკა და მისი ღირებულება 100 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მალტის პარლამენტის გადაწყვეტილებით, ნებისმიერ მსურველს შეეძლება 650 ათასი ევროს საფასურად, მოქალაქეობა ყიდვა, რაც თავისთავად გულისხმობს ევროკავშირის მოქალაქის უპირატესობით სარგებლობასაც. ფულადი
სახსრების მოზიდვის მსგავს მეთოდს ბულგარეთიც მიმართავს და მსურველებს მოქალაქეობის მიღებას 500 ათასი ევროს ინვესტიციის საფასურად სთავაზობენ. რაც შეეხება ავსტრიას, ის 10 მილიონი ევროს მხოლოდ უძრავ ქონებაში დაბანდებას მოითხოვს.


რატომ იყიდება მოქალაქეობა?

მოქალაქეობის გაყიდვის მთავარ მიზეზად, ინვესტიციების ნაკლებობა სახელდება, ანუ სახელმწიფოებმა, რომელთაც ბიუჯეტში თანხა არ ჰყოფნით, დამატებითი შემოსავლის წყაროდ, ქვეყნის მოქალაქეობის გაყიდვა აქციეს. გარკვეული ქვეყნები მოქალაქეობას სახელმწიფოში განხორციელებული ინვესტიციის სანაცვლოდ, გამარტივებული წესით იძლევიან. სპეციალისტის შეფასებით კი, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი ადამიანი დაახლოებით 2 მილიარდ დოლარს ხარჯავს მეორე ან მესამე პასპორტის მისაღებად.


რა არის საჭირო ფულის გარდა?

რაც შეეხება საჭირო პროცედურებს, მაგალითად, დომინიკაში საჭიროა ასი ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელება და დამატებითი გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა, რის შედეგადაც დაინიშნება პირადი გასაუბრება და მოგენიჭებათ მოქალაქეობა. პასპორტის მისაღებად კი, სულ 5-დან 14 თვემდე დაგჭირდებათ. ასევე სენტ-კიტსსა და ნევისში, სახელმწიფო, მოქალაქეობის მიღების ორ გზას გვთავაზობს:

1. მსურველმა უნდა განახორციელონ 250 ათასი დოლარის საქველმოქმედო შენატანი შაქრის მრეწველობის დივერსიფიკაციის ფონდის სასარგებლოდ ან

2. ქვეყნის უძრავ ქონებაში არანაკლებ 400 ათასი დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა ჩაიდოს. ზუსტად იგივე პრინციპი ვრცელდება, ძალიან მცირე გამონაკლისების გარდა, სხვა ყველა ქვეყნების კანონმდებლობაზეც, სადაც მოქალაქეობის ყიდვა დასაშვებია.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები