საუკუნის საიდუმლო – 13 ოჯახი, რომლებიც ფარულად მართავდა მსოფლიოს!
საუკუნის  საიდუმლო – 13  ოჯახი,  რომლებიც  ფარულად  მართავდა  მსოფლიოს!
“ე.წ. ჩრდილოვანი ძალები, რომლებიც დგანან “ახალი მსოფლიო წესრიგის” უკან, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ, მაგრამ თანმიმდევრულად ახორციელებენ გეგმას კაცობრიობასა და პლანეტის რესურსებზე სრული კონტროლის დამყარების შესახებ. ბევრმა ადამიანმა არ იცის, რომ მას ნელ–ნელა ართმევენ თავისუფლებას, ამასთანავე, “ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა ძალა განუხრელად იზრდება”, _ იუწყება ვებგვერდი humansarefree.com.

“ახალი მსოფლიო წესრიგის” შემოქმედთა პირამიდის წვერზეა ელიტური ორგანიზაცია, რომელიც ცნობილია, როგორც 13 ოჯახის საბჭო, და რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე პრცესებზე. ეს არის მსოფლიოში 13 ყველაზე გავლენიანი ოჯახი, რომელთა წარმომადგენელთა აზრით, მათ აქვთ უფლება, იბატონონ მსოფლიოზე, რადგან ცისფერსისხლიანები არიან. ეს ოჯახებია:

...როტშილდები (ბაიერიები ან ბაუერები);

ბრიუსები;

კევენდიშები (კენედები);

მედიჩები;

ჰანოვერები;

ჰაბსბურგები;

კრუპები;

პლანტაგენოტები;

როკფელერები;

სინკლერები (სენ–კლერები);

ვარბურგები;

უინძორები (საქსონ–კობერგ–გოტე).


მათ შორის ყველაზე ძლიერია როტშილდების დინასტია, ეს კლანი ძალაუფლებას ახორციელებს მსოფლიოს საბანკო იმპერიის მეშვეობით.

ყველაზე მნიშვნელოვანი დაწესებულებები, რომლებიც კაცობრიობის დასამორჩილებლად და “მსოფლიო ახალი წესრიგის” დასამკვიდრებლად მუშაობს, არის:

ლონდონის სიტი (აკონტროლებენ როტშილდები.); აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა (აკონტროლებენ როტშილდები). ვატიკანი (ადამიანების იდეოლოგიური დამუშავება) _ არ არის იტალიის ნაწილი.

ზემოჩამოთვლილი დაწესებულებები წარმოადგენს სახელმწიფოს სახელმწიფოში; მოქმედებს საკუთარი კანონებით და ვერანაირი სასამართლო ვერ დააკისრებს მათ პასუხისმგებლობას.

განათლების სისტემა _ ტვინების გამორეცხვა

მეორე ინსტრუმენტი, რომელსაც კაცობრიობის დასამორჩილებლად იყენებენ, არის განათლების დამოუკიდებელი სისტემა. სკოლები ისეთი აღარ არის, როგორიც უწინ იყო. ბავშვები სწავლობენ ისე, რომ არც კი ფიქრობენ დამახსოვრებას და ეჭვიც კი არ შეაქვთ, რას ასწავლიან.

განათლების ეს სისტემა საკმაოდ ძვირია იმისთვის, რომ მიიღო სპეციალობა და დაიწყო მუშაობა, აგრეთვე, მოძველებულია ინტერნეტის ეპოქისთვის.

რატომ არის მოძველებული? იმიტომ, რომ ინტერნეტში ხელმისაწვდომია უზარმაზარი მოცულობის ინფორმაცია. მაშ, რატომ ვიხდით უზარმაზარ თანხებს განათლებაში? იმიტომ, რომ “მსოფლიო ელიტას” სურს, ჩვენმა შვილებმა ისწავლონ მორჩილება და არა _ აზროვნება.

ფულის მონები

საფინანსო სისტემამ მძლავრად იმუშავა და ახლა ადამიანები ფულის მონებად იქცნენ. ისინი დღეში 8 საათს მუშაობენ შემოქმედებითი სტიმულის გარეშე. ხშირად სამსახურში დაწინაურების მოტივი ხელფასის მომატებაა
და, იმისგან დამოუკიდებლად, რა მძიმე სამუშაოს ასრულებს ადამიანი, ხელფასი მაინც არ ჰყოფნის და ბანკისგან კრედიტს იღებს.

ეს ყველაფერი კარგად არის დამუშავებული _ ადამიანი, რომელიც გამუდმებით იმყოფება ფინანსური კრახის ზღვარზე, ვერ შეძლებს ხარისხიანი განათლების მიღებას და სულიერად ვერ განვითარდება.

“მსოფლიო ელიტას” არ სჭირდება განათლებული ადამიანები, რომლებიც კრიტიკულად იაზროვნებენ, ასეთები “ელიტისთვის” სახიფათოა. “ელიტას” სჭირდება მორჩილი რობოტები, რომლებიც შეძლებენ მანქანა-დანადგარების მართვას და სისტემის სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებას, მაგრამ კითხვებს არ უნდა სვამდნენ.

ყველა დიდ პრობლემას, რომელიც კაცობრიობის წინაშე დგას, ფესვები გადგმული აქვს ფინანსურ სისტემაში: ომი მომგებიანია, ავადმყოფობაც, სარგებელს ნახავ, თუ დედამიწის წიაღისეულს ჩაიგდებ ხელში, ადამიანებს არაადამიანურ პირობებში ამუშავებ და ა.შ.

პოლიტიკოსები გარყვნა ფულმა და დედამიწაზე კაცობრიობის მისია ფულმა შეცვალა.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები