რას ნიშნავს სვირინგი ობობა, რომლის გამოსახულებიან ადამიანს ყველა უნდა ერიდოს (ვიდეო)
რას  ნიშნავს  სვირინგი  ობობა,  რომლის  გამოსახულებიან  ადამიანს  ყველა  უნდა  ერიდოს  (ვიდეო)
ციხე, დახურული დაწესებულება, გისოსებს მიღმა გატარებული წლები და თვითგამოხატვის ერთადერთი საშუალება - სვირინგი.

ყველა ტატუს თავისი მნიშვნელობა აქვს, ყველა ნიშანს თავისი ისტორია. წარწერები, აბრივიატურები, ნიშნები და ნახატები - პატიმრის სხეულზე ამოსვირინგებულ გამოსახულებაში მთელი ცხოვრება იკითხება.

...არასრულწლოვანი პატიმრები ტატუს საკანში საკუთარი ხელით, კუსტარული გზით იკეთებენ. ციხიდან გამოსულებისთვის ეს ტატუები უკვე დაღია, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში პრობლემებს უქმნის.

არასრულწლოვანი ყოფილი პატიმრებისთვის სვირინგების მოცილების უფასო სერვისის დანერგვის ინიციატივით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი 2013 წელს გამოვიდა.

დანაშაულის პრევენციის ცენტრმა UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით პროექტი სისრულეში მოიყვანა და არასრულწლოვან ყოფილ პატიმრებს სტიგმის მოცილების, წარსულის დავიწყების და ცხოვრების ახლიდან დაწყების საშუალება მისცა.

FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები