რატომ გაჰყვა წარმატებული ქალი ქუჩის მაწანწალას ცოლად
რატომ  გაჰყვა  წარმატებული  ქალი  ქუჩის  მაწანწალას  ცოლად
12 წლის წინ ამსტერდამში უსახლკარო ქუჩის მაწანწალა სკამზე იყო ჩამომჯდარი, როდესაც ემი ამრაჰამსონს საათი ჰკითხა.ასე დაიწყო ამ არაჩვეულებრივი სიყვარულის ისტორია.

ვინმეს 12 წლის წინ რომ ეთქვა, მე ცოლად გავყვებოდი უსახლკარო ლოთს, ვიფიქრებდი მასზე, რომ მთლად დალაგებული ვერ არის, არა და ეს მოხდა.

...30 წლის ვიყავი, მარტოხელა მაგრამ ბედნიერი და წარმატებული მწერალი, როდესაც შემიყვარდა უსახლკარო მამაკაცი, რომელიც ბუჩქებში ცხოვრობდა, უსაქმური, შემოსავლის და პერსპექტიული კარიერის გარეშე .

მე თვითონ აკადემიური ოჯახიდან ვარ:მამაჩემი საზღვარგარეთის კორესპონდენტი იყო, სად აღარ გვიცხოვრია:შვედეთი, საბჭოთა კავშირი, ავსტრია, ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი, ოჯახში სადილობის დროს ვსაუბრობდით პოლიტიკაზე, ლიტერატურაზე და მსოფლიო მოვლენებზე.

2006 წლიდან ვცხოვრობდი ვენაში, საკუთარ ბინაში საყვარელ კატა ვისკისთან ერთად, მაშინ გავიცანი მამაკაცი, რომელთანაც ოთხწლიანი ურთიერთობა ცუდად დასრულდა, ამის შემდეგ არ ვიყავი წინააღმდეგი სხვა მამაკაცს შევხვედროდი, მყავდა მეგობრები, მხიარული სოციალური ცხოვრება და წარმატებული კარიერა.

შემდეგ იმავე წლის სექტემბერში სამსახურიდან რამდენიმე კვირით ამსტერდამში გამიშვეს.ერთ კვირა დღეს ლეიდსეპლეინის პარკში ჩამოვჯექი
დასასვენებლად, მეგობარს ველოდებოდი, ჩემს გვერდით იჯდა მამაკაცი.

"ხომ არ იცით რა დროა?"-მკითხა.

"შვიდს უკლია ათი წუთი"-ვუპასუხე, არა და მის წინ უზარამაზრი საათი ეკიდა.

გვერდულად შევათვალიერე, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი, თმა და წვერი მტვრით ჰქონდა სავსე, ხელში გაცვეთილი პორტფელი ეჭირა(როგორც მერე გავიგე შიგ ედო სვიტერი, ბოთლი ლუდი და საძინებელი ტომარა), დავიწყეთ საუბარი და ჩემდა გასაკვირად, რამდენჯერმე გულიანად გამაცინა, ამასთანავე დავაკვირდი და საკმაოდ სიმპატიური იყო და ჰქონდა ყველაზე დიდი თაფლისფერი თვალები, რომელიც ოდესმე მინახავს.

10 წუთი გავიდა და ჩემი მეგობარიც მოვიდა, წამოვდექი სკამიდან და დავემშვიდობე, მან კი მომაძახა."შაბათს სამ საათზე ისევ ამ სკამზე გელოდები", წამოდგა და წავიდა.

ჩემს მეგობარს გაოცებული ვუყურებდი, ვიღაც ქუჩის მაწანწალამ მიბრძანა შაბათს ისევ ამ სკამთან მოვიდე? თან როგორ დარწმუნებით მითხრა!სრული უაზრობა..

არა და მთელი კვირის განმავლობაში მასზე ვფიქრობდი, გაოროებას ვგრძნობდი: ერთი მხრივ მისი საშინელ ჩამოძონძილ მდგომარეობაზე, მეორე მხრივ კი იყო რაღაც ინტუიციური, რაც მისკენ მიბიძგებდა .  განაგრძეთ  კითხვა  და  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები