როგორ გამოიყურება და რას საქმიანობს დღეს ბიჭუნა, ფილმ ''სათამაშოდან'' 40 წლის შემდეგ (4 ფოტო)
როგორ  გამოიყურება  და  რას  საქმიანობს  დღეს  ბიჭუნა,  ფილმ  ''სათამაშოდან''  40  წლის  შემდეგ  (4  ფოტო)
40 წლის წინ შედგა ფრანგი რეჟისორის ფრანცის ვებერის ფილმის პრემიერა "სათამაშო", რომელიც მილიონობით მაყურებლის საყვარელ ფილმად იქცა.


როდესაც ფაბრის გრეკო გადასაღებ მოედანზე მოხვდა 10 წლის იყო.ის გადამღები ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ახლობლის შვილი იყო.მილიონერის ჭირვეული შვილის როლი ერთადერთი აღმოჩნდა მის ცხოვრებაში.
...
ჟურნალისტებს დიდი
ხნის განმავლობაში მის შესახებ არავითარი ინფორმაცია არ გააჩნდათ და დაგეშილები ეძებდნენ 70-იანი წლების პოპულარულ ბიჭუნას.
ფილმის ეკრანზე გამოსვლის შემდეგ ფაბრის გრეკო პარიზის გარეუბანში, გონესში ცხოვრობდა, სადაც ის ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობად იქცა.

ქუჩაში გამვლელები ბიჭუნას თითით მიანიშნებდნენ, სადარბაზოსთან პაპარაცები ელოდნენ, ხოლო უამრავი გოგონა სასიყვარულო წერილებს უგზავნიდა.ერთხელ რომელიღაც ფანატმა ქურთუკი შემოაგლიჯა.

ამის შემდეგ ფაბრის ნერვიული შეტევა დაეწყო და მშობლებმა იგი 6 თვით სახლში გამომაწყვდიეს.

ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ პროდიუსერები აპირებდნენ სურათის გაგრძელებას, მაგრამ ფაბრის მამას ეტყობა აუვარდა თავში "ჩემი შვილი ვარსკვლავიაო", რომ მორიგ სერიაზე თანხის ფსონები ასწია..მალე პროდიუსერებმა ინტერესი დაკარგეს ბიჭუნას მიმართ, რის გამოც ფაბრიუსი ძალზე გახარებული იყო...ნელ-ნელა ბიჭუნა მიივიწყეს კიდეც.

სკოლის დამთავრების შემდეგ ფაბრის გრეკომ კოლეჯში გააგრძელა სწავლა, სადაც ინჟინერ-პროგრამისტის პროფესია აითვისა.ამჟამად იგი ვებ-დიზაინერად მუშაობს და ისევ მშობლიურ გონესში ცხოვრობს მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად.  იხილეთ  ფოტოსურათები
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
მთვლელები