7 პრობლემა, რომლის მოგვარების შემდეგაც თქვენს საფულეში ფული არასოდეს გამოილევა!
7  პრობლემა,  რომლის  მოგვარების  შემდეგაც  თქვენს  საფულეში  ფული  არასოდეს  გამოილევა!
დღეს ვისაუბრებთ იმ მთავარი პრობლემის შესახებ, რომლის გამოც მუდმივად არ გყოფნის ფული… და ამ პრობლემის გადაჭრის ყველაზე სასიამოვნო გზაზე, რომლის დახმარებითაც შეძლებ, გახდე უზრუნველყოფილი და თავისუფალი ადამიანი — საინტერესო და სავსე ცხოვრებით.

იცი, როგორ კლავს ადამიანების 97% საკუთარ ცხოვრებას?
თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით, რომ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა დღიდან დღემდე არა საყვარელ სამსახურში დადის. კვირაში მინიმუმ 5 დღე გადადებული აქვს საქმეზე, რომელსაც ვერ იტანს და სადაც ანიავებს თავისი ძვირფასი ცხოვრების უდიდეს ნაწილს.
...
შეიძლება, ვინმე შემეკამათოს და თქვას, რომ — ეს დროის, ენერგიისა და უნარების ინვესტირებაა… მაგრამ მოდი, ვნახოთ, რა უკუგებას იძლევა ეს ინვესტიცია უმრავლესობისთვის?

• ხელფასი, რომელიც ყოველთვის ცოტაა;
• ვალები და კრედიტები;
• უფროსი და კოლეგები, რომლებიც საერთოდ არ გეხატება გულზე და ერთი და იგივე „როჟების“ ყურება ყოველდღე.
• სწრაფად მფრინავი უქმეები, როდესაც გინდა, რომ უბრალოდ, გეძინოს და არაფერი აკეთო… მაგრამ აქაც უნდა ადგე — წახვიდე მაღაზიაში, გააკეთო სახლის საქმეები და ა.შ.
• განიავებული დრო, განიავებული შესაძლებლობები, განიავებული ცხოვრება.

არადა, ეს სწორედ ის დრო, შესაძლებლობები და ცხოვრებაა, რომლების აბსოლუტურად სხვაგვარად, როგორც ჯობსი იტყოდა, „განსხვავებულად“ გამოყენება შეიძლებოდა!

როგორ?

• საინტერესო საუბრებში ძვირფას ადამიანებთან, ფინჯანი არომატული ლიმნიანი ჩაით… როცა გარეთ სიცივეა, სახლში კი — სითბო და კომფორტი სუფევს…
• ან მზიან დილას ბუნებაში გასეირნებითა და თავისუფლების შეგრძნებით…
• ან საყვარელი საქმის კეთებით… თანამოაზრეთა გარემოცვის შექმნითა და მათთან ურთიერთობით…
• ან ჰობის აღმოჩენით, თანამოაზრეებთან ერთად განტვირთვითა და გართობით…
• ან მოგზაურობით… სხვადასხვა კულტურების გაცნობითა და შესწავლით…
• ან მზიანი პლიაჟებით, სუფთა და რბილი ქვიშით, ლივლივა ზღვით…

მაგრამ მსგავსი არაფერი ხდება. არის მხოლოდ საძაგელი მაღვიძარას გულის გამაწვრილებელი ზარი, სიცივეში ადგომა მოწყენილი სახით და მოწყენილ ცივ ამინდში სამსახურისკენ გაკურცხლვა.

არადა საერთოდ არაა აუცილებელი, რომ ასე ხდებოდეს, მაგრამ 97%-ის ცხოვრებაში — ეს ასეა და ამისგან თავის არიდება არც ისე ადვილია, რადგან არსებობს…

7 პრობლემა, რომელიც იწვევს ფულის უკმარისობასა და „ბანძ“ ცხოვრებას

პრობლემა #1. შენ არ იცი, რა გინდა.

როდესაც პატარა იყავი, ყოველთვის იცოდი, თუ რა გინდოდა ყოველ კონკრეტულ მომენტში. შენ აი, ეს ქინდერის კვერცხი გინდოდა [დედა, მიყიდე!], აი, ამ ლეკვთან თამაში გინდოდა, შენი ველოსიპედის აი, ამ გუბეში შეგრიალება და გარშემო ყველაფრის გაწუწვა გინდოდა…

შემდეგ კი რაღაც შეიცვალა. შენ გითხრეს, რომ „გინდოდეს ბევრი — მავნებელია, იმიტომ რომ იმედები გაგიცრუვდება“, გითხრეს, რომ „უნდა მიიღო კარგი განათლება და იშოვო კარგი სამსახური“ და რომ ცუდია, „გინდოდეს იყო გამორჩეული და განსხვავებული“, იმიტომ რომ „შენ უნდა იყო ისეთი, როგორიცაა ყველა“, ამით ნაკლები თავის ტკივილი და სტაბილური ცხოვრება გექნება.

შესაბამისად, შენ გადაეჩვიე „მინდა“-ს და შეეჩვიე „უნდა“-ს.

შენ დაგავიწყდა, რა მოგწონდა და გიტაცებდა ბავშვობაში. დაგავიწყდა, ვინ გინდოდა გამოსულიყავი.

შენ დაგავიწყდა ოცნება!

ხოლო როდესაც არაფერი გინდა, დაისახო მიზანი, აკეთო რაიმე ცნობიერი, მიაღწიო გრანდიოზულს — ზედმეტი ტვირთი ხდება. უფრო სწორად, ადამიანების 97%-ს ეს ოფცია ატროფირებული აქვს ტვინში.

პრობლემა #2. შენ არ გჯერა, რომ გამოგივა.

ბავშვობის
ნატურალური სურვილებისა და ოცნებების დაკარგვის კვალდაკვალ, შენ დაიწყე ჩვეულებრივი და განპირობებული ცხოვრებით ცხოვრება. სწავლა. შემდეგ მუშაობა. როგორც ყველა — 5 დღე კვირაში, დილიდან საღამომდე. ეს საინტერესო არ იყო, მაგრამ ფული ხომ უნდა გამოიმუშაო…

უი, ჯერ არ მითქვამს შენთვის, რომ — «სამსახურს და ფულის გამომუშავებას ერთმანეთთან ყველაზე მინიმალური კავშირი აქვს!»

ჰოდა… ასე მიეცა დავიწყებას შენი ოცნებები… სურვილები ჯერ გაფერმკრთალდნენ, შემდეგ კი წაიშალნენ…

ამ ყველაფერს შეუმჩნევლად არ ჩაუვლია… შენში რაღაც ნაწილმა იგრძნო და ჩუმად წაიჩურჩულა: „რაღაცას არასწორად ვაკეთებ“, „ეს ის არაა, რაც მე გულით მინდოდა!“

გულის სიღრმეში შენ ხედავ, რომ გზას, რომლითაც მიდიხარ, ნათელ მომავალთან არავითარი კავშირი არ აქვს.

სწორედ ასე დაკარგე საკუთარი თავის რწმენა.

პრობლემა #3. შენ არ იცი, სამსახურის გარდა, სხვა გზით როგორ გამოიმუშაო ფული.

შესაძლოა, საკუთარი ცხოვრების შეცვლის სურვილი ჯერ საბოლოოდ არ ჩამქრალა შენში [რაზეც ჩემი პოსტების კითხვაც მეტყველებს], მაგრამ შენ ხომ ბავშვობაში გიყვებოდნენ, რომ „იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად გქონდეს ცხოვრებაში — უნდა დაამთავრო ინსტიტუტი, იშოვო სტაბილური სამსახური და იმუშაო. იმუშაო. იმუშაო. იმუშაო…

ახლა კი აღარ იცი, სხვა რა გააკეთო, ფულის გამოსამუშავებლად.

როგორ თუ რა… სამსახური უნდა იშოვო! — გეტყვის ნებისმიერი ნორმალური ადამიანი.

მაგრამ შენ ხომ უკვე ყელში გაქვს ამოსული ეგ სამსახური?! და აქ კიდევ ვიღაც გიორგი გეუბნება, რომ — სამსახურს და ფულის გამომუშავებას ერთმანეთთან ყველაზე მინიმალური კავშირი აქვს!

პრობლემა #4. შენ ვერ ხედავ ფულის გამომუშავების შესაძლებლობებს.

დავუშვათ, მოხვდი საქმიანი ადამიანების გარემოცვაში, წაიკითხე ჭკვიანი წიგნები და გაიგე, რომ პრინციპში, სამსახურის გარდაც არსებობს ფულის გამომუშავების გზები — თანაც პატიოსნად გამომუშავების!!!

მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა — „რა კავშირშია ეს ყველაფერი ჩემთან?“ და მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს ხედავ გარშემო, ვინც ამ გზებით გამოიმუშავებს, წიგნებშიც კითხულობ ამის შესახებ და ერთი შეხედვით, ხვდები, რომ მართლა გონივრულ თემებზეა საუბარი, საკუთარ თავს მაინც ვერ ათავსებ ამ კონტექსტში.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არცერთი ჩვენგანისთვის არ უსწავლებიათ სკოლასა და ინსტიტუტში შესაძლებლობების დანახვა.

შენ მიეჩვიე ფიქრს, რომ „ფულის გამომუშავება“ = „სამსახურში სიარულს“.

აქედან გამომდინარე, შენი ტვინი ვერ ამჩნევს შესაძლებლობებს, რომლებიც მუდმივად შენ გარშემოა. დამიჯერე, შენ ახლავე, აქ და ამჟამად გაქვს ფულის გამომუშავების უამრავი შესაძლებლობა, მაგრამ ვერ ხედავ მათ!

პრობლემა #5. ფული არ მოდის შენთან, ხოლო თუ მოდის — მომენტალურად ქრება

რამდენჯერ გსმენია ცხოვრებაში მსგავსი ფრაზები — „ფული ბოროტებაა“, „ფული აფუჭებს ადამიანს“, „ფული ხელის ჭუჭყია“, „ფულში არაა ბედნიერება“, „ფული სიბინძურეა“ და ა.შ.

ჩვენი საზოგადოება, რბილად რომ ვთქვათ — არაადეკვატურია.

ერთის მხრივ, ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა მიიღწვის ფულისკენ, მეორეს მხრივ კი — გონება გაჟღენთილი აქვს ფულისა და სიმდიდრის საწინააღმდეგო რწმენა-წარმოდგენებით.

კატასტროფა კი იმაშია, რომ აქ ადამიანთა ერთ ჯგუფზეა საუბარი…

ამას ჩვენ „სოციალურ ყირამალას“ ვეძახით, ანუ ადამიანს თან უნდა ფული და თან განიკითხავს ფულს, რაც ტვინში ქმნის ერთგვარ მოკლე ჩართვას და ადამიანი, ქვეცნობიერ დონეზე, იწყებს ყველა ფინანსური მოქმედების საბოტირებას.

ყველა ჩვენი ფილმი, წიგნი, ზღაპარი, სიმღერები, ლექსები… სიღარიბეზე აპროგრამებს ადამიანს. იხატება სურათი, რომ — მდიდრები ნაძირლები და ძუნწები არიან, რომლებიც ღარიბებს ართმევენ, თვითონ კი არაფერს აკეთებენ.

შესაბამისად, არავის აღარ უნდა იყოს „ცუდი!“ ხოლო თუ არ გინდა, იყო ცუდი — იყავი ღარიბი. აი ეს არის მათი აზროვნების მოდელი.

როგორც ერთმა ჩემმა ღრმად მორწმუნე ნაცნობმა მითხრა:

„ფული ბოროტებაა, ხოლო ბოროტება სწრაფად უნდა მოიშორო!“

სანამ ადამიანი ასე აზროვნებს, მას ფიზიკურად ვერ ექნება ფული.

ცოდნა და პროფესიული უნარ-ჩვევები აქ მეორე ხარისხოვანია…

იმისთვის რომ გქონდეს ფული, საჭიროა სწორი დამოკიდებულება და აზროვნება!

«შენ ზუსტად იმდენი ფული გექნება, რამდენის ფლობის უფლებასაც შინაგანად მისცემ საკუთარ თავს!»

პრობლემა #6. იმისათვის, რომ აკეთო ფული, საჭიროა ფული და შესაბამისი განათლება… შენ კი არ გაქვს, არც ერთი და არც მეორე.

კიდევ უფრო დიდ გაუგებრობას ვაწყდებით იმის აღქმა გათავისებაში, თუ სინამდვილეში რა არის საჭირო იმისთვის, რომ გამოიმუშაო ფული.

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი გეტყვის: «საჭიროა კარგი განათლების მიღება, შემდეგ კი, კარგი სამსახურის შოვნა…»

კი, რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია, გჯეროდეს ამ ბოდვის, რადგან მსოფლიოში ხომ მილიარდობით ნორმალური ადამიანია დარწმუნებული ამ სიტყვების უტყუარობაში, მაგრამ… სინამდვილეში… ეს ტყუილია!

ჰენრი ფორდი, სტივ ჯობსი, ბილ გეითსი, ელონ მასკი, მარკ ცუკერბერგი, უოლტ დისნეი, თომას ედისონი, ჯიმ რონი, ტონი რობინსი… შეგიძლია, თავად განავრცო ეს სია… ამ ხალხს არ მიუღია უმაღლესი განათლება.

ფული უმაღლესი განათლებით კი არა, არასტანდარტული აზროვნებით, შესაძლებლობების ხედვითა და მოქმედების ჩვევით კეთდება.

„ჭკვიანი“ ადამიანები, როგორც წესი, ღარიბებად რჩებიან. რატომ? იმიტომ, რომ მათ „იციან“, როგორაა სწორი და მართალი… ისინი მხოლოდ სხედან, ბუტბუტებენ, განიხილავენ პოლიტიკას, ეკონომიკას, იდიოტ ხელმძღვანელებს, ძუნწ ბიზნესმენებს და „წყეულ მდიდრებს“.

იმისთვის, რომ გქონდეს ფული, სულაც არაა აუცილებელი, გქონდეს უმაღლესი განათლება და ფული.

იმისათვის, რომ გქონდეს ბევრი ფული, საჭიროა სწორი აზროვნება და პიროვნული თვისებები… პრაქტიკა კი გვიჩვენებს, რომ ერთის გამომუშავებაც შესაძლებელია და მეორესიც.

პრობლემა #7. „არაუშავს, რაღაცა იქნება…“

და ბოლოს — ყველაზე საშიში პრობლემა.

ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებით იმდენად იღლება, რომ გული უგრილდებათ და საკუთარ თავს უცხადებენ: „არაუშავს, როგორღაც მიცხოვრია ასე — ცოტასაც გავუძლებ და რაღაც იქნება!“

ამ დროს ადამიანი პაუზდება… ანუ წყვეტს აზროვნებას, განვითარებას, მოქმედებას და უბრალოდ, დინებას მიყვება — „რაც იქნება, იქნება“.

მისი ცხოვრება ჭაობდება და იწყებს ლპობას. ის კვლავ დადის სამსახურში, ჯიკაობს მეტროსა და მარშუტკაში, თავის გარემოცვასთან განიხილავს და განსჯის ხელმძღვანელობას, პოლიტიკოსებს… ნელ-ნელა მისი ცხოვრებიდან ქრება ენერგია, სიხარული, სიყვარული, იმედი… და რჩება გაუსაძლისი და უფერული არსებობა.

ვიცი, რთული მოსასმენია ეს ყველაფერი და მით უფრო, რთულია აქ საკუთარი თავის დანახვა… ტვინს რა თქმა უნდა, ურჩევნია ეს ყველაფერი სხვაზე იყოს… მაგრამ ფაქტი ოხერია, ეს პრობლემები რეალურია.
FaceBook Twitter Google
ელფოსტაბეჭდვა
loading...
მსგავსი სიახლეები
loading...
შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე
loading...
მთვლელები